ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სადაზვერვო სამსახურები და 11 სექტემბერი


ამერიკის სადაზვერვო სამსახურები და 11 სექტემბერი

11 სექტემბერმა აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურებიდანყველაზე ღრმა კვალი სადაზვერვო უწყებაში დატოვა

სწორედ სადაზვერვო უწყების მოვალეობა იყო ამერიკის ინტერესებზე თავდასხმის პრევენცია. ამ ტრაღიკული მოვლენებიდან 10 წლის განმავლობაში დიდი ცვლილებები გატარდა როგორც ამერიკის სადაზვერვო სამსახურებში, ისევე იმ ტერორისტულ დაჯგუფებებში, რომელთა მოქმედებას ეს სამსახურები უთვალთვალებენ. 2001 წლის 11 სექტემბერს ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორს მაიკლ ჰეიდენს მოულოდნელად აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვოს სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა დაურეკა.

"ჩვენ დავაფიქსირეთ ალყაიდას ქსელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი კომუნიკაცია. ყველა ერთმანეთს ულოცავდა. ტენეტთან საუბარში მე მას ვუთხარი: ჯორჯ, მე ას პროცენტიანი მონაცემები არა მაქვს, მაგრამ აბსოლუტურად აშკარად იკვეთება ის თუ ვინ ჩაიდინა ეს ტერაქტები. ჩენ ვიცოდით, რომ ეს ალყაიდა იყო. "

ბუნებრივია ისმის კითხვა: თუკი იცოდნენ ვინ აპირებდა ამის გაკეთებას რატომ არ აღკვეთეს ეს ტერაქტები. ჰეიდენს, რომელმაც მოგვიანებით ტენეტი შესცვალა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფის პოსტზე მიაჩნია, რომ ამის მიზეზია ზედაპირული ანალიზი:

"ჩვენ ვხედავდით, რომ შეთქმულებები მზადდებოდა. ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვდიოდა ტერორისტების ქსელიდან. ამ მოლოდინს ვგრძნობდით ალყაიდას სტრუქტურებში. უბრალოდ ყველაფერი ამის შესაბამისად ღრმა ანალიზი ვერ გავაკეთეთ, რათა დაგვესკვნა, რომ ამერიკას უნდა დასხმოდნენ თავს."

სპეც-კომისიამ, რომელმაც შეისწავლა 11 სექტემბრის ტერაქტები დაზვერვის კონტექსტში დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ ცალკეულ სადაზვერვო სამსახურებს, ცალკეული ინფორმაციები ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის ერთად შეგროვება, რათა საერთო სურათი გამოკვეთილიყო. კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე 2004 წელს კონგრესმა შექმნა კაბინეტის დონის ახალი პოსტი ყველა სადაზვერვო სამსახურის კოორდინაციის მიზნით. ამ პოსტს დაერქვა ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორის პოსტი. დენის ბლერმა, რომელიც 2009 წლამდე იკავებდა ამ პოსტს ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პრობლემა 11 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით იყო არა ინფორმაციის სიმწირე, არამედ მისი დიდი რაოდენობა.

"მოულოდნელად ისეთი დიდი რაოდენობით ინფორმაცია წამოვიდა ჩვენს არხებში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ამ ზღვა ინფორმაციიდან უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გამოყოფა, რომელიც დაგვანახებდა ამ მოსალოდნელ საშიშროებას."

ამას გარდა კონგრესმა შექმნა ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი, რომელსაც დაევალა სადაზვერვო ინფორმაციის კოორდინირება. ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამ და ალყაიდაზე განუწყვეტელმა ზეწოლამ გამოიღო თავისი ნაყოფი და იგი ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, თუმც ტერორიზმთა ბრძოლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს მაიკლ ლაიტერს მიაჩნია, რომ ალყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციები მაინც აქტიურად მოქმდებენ. ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ყოფილ დირექტორს დენის ბლერს კი მიაჩნია, რომ აშშ-ს დღეს შედარებით მცირე ზომის ტერორისტული დაჯგუფებები უქმნიან საშიშროებას.

11 სექტემბრის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბოლომდე იბრძოლონ ისლამისტ ექსტრემისტთა წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG