ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხრა წელი 11 სექტემბრის ტერაქტებიდან


მთელი ამერიკის მაშტაბით იგეგმება მემორიალური ღონისძიებები.

ხვალ ცხრა წელი სრულდება 11 სექტემბრის ტერაქტებიდან ნიუ იორკში.

მთელი ამერიკის მაშტაბით იგეგმება მემორიალური ღონისძიებები, რომლებშიც ტერაქტების მსხვერპლ სამი ათასამდე ადამიანს გაიხსენებენ.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტებმა 2991 წლის თერთმეტ სექტემბერს ოთხი ავიალაინერი გაიტაცეს, ორი მათგანი ნიუ იორკის ორ ცათამბჯენს შეაჯახეს. მესამე თვითმფრინავი პენტაგონზე იერიშის დროს , მეოთხე კი პენსილვანიის სტატში, შანკსვილში ჩამოვარდა მგზავრებთან მომხდარი დავის შემდეგ. სწორედ ეს მეოთხე ავიალაინერი ვაშინგტონის მიმართულებით მოფრინავდა.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხვალინდელ დღეს პენტაგონში გაატარებს, სადაც მემორიალურ სერვისს დაესწრება, ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ნიუ იორკში ჩავა, სადაც ასევე საგანგებო ცერემონია იგეგმება.

XS
SM
MD
LG