ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კავკასია დამოუკიდებლობის 20 წლის შემდეგ


სამხრეთ კავკასია დამოუკიდებლობის 20 წლის შემდეგ
სამხრეთ კავკასია დამოუკიდებლობის 20 წლის შემდეგ

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები ვაშინგტონში ფართო განხილვის თემას წარმოადგენს

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები ვაშინგტონში ფართო განხილვის თემას წარმოადგენს. კარნეგის ფონდში მიმდინარე ორ-დღიან კონფერენციაზე-"სამხრეთ კავკასია საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგ" სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების პერსპექტივას განიხილავდა.

სამივე ქვეყნიდან ჩამოსული სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებთან ერთად იმ ძირითად ცვლილებებზე საუბრობენ, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებულ კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სექტორის, სიტყვის თავისუფლების, კორუფციის და ემიგრაციის საკითხებს შეეხება.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელის ჰანს გუტბროდის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მიმოიხილა. "კვლევის დროს ყველაზე საყურადღებო მოსახლეობის მუდმივ ემიგრაციაში წასვლის მაღალი მაჩვენებლის არსებობა; სომხეთში ამ ციფრმა 29 პროცენტი შეადგინა, აზერბაიჯანში-17, ხოლო საქართველოში 7," განაცხადა მკვლევარმა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ქართული მხარე დადებითად აფასებს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში გია ნოდია თვლის, რომ წარმოდგენილმა სტატისტიკურმა კვლევამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების და მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი აჩვენა.

კონფერენციაზე ასევე სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ რეგიონის ქვეყნების სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

XS
SM
MD
LG