ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში კვლავ მსხვერპლია


იემენში კვლავ მსხვერპლია
იემენში კვლავ მსხვერპლია

იემენში საჰაერო რეიდის განხორციელებისას აფეთქებულ მანქანაში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 დაშავდა.

იემენის არმია ასობით ისლამურ დაჯგუფებას ებრძვის, რომლებიც ალ ყაიდასთან არიან დაკავშირებულნი. დაჯგუფებებმა რამდენიმე პროვინციული დასახლება ჩაიგდეს ხელში, რომელთა შორის სამხრეთის ქალაქი ზინჯიბარიცაა. იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, ზინჯიბართან მომხდარ შეტაკებებში გუშინ 9 ისლამისტი მეომარი დაიღუპა და 4 დაიჭრა.

იემენში პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ ჯერ კიდევ თებერვალში დაწყებულ ამბოხს ბოლო არ უჩანს.

XS
SM
MD
LG