ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონს სირიის საკითხი აშფოთებს


ვაშინგტონს სირიის საკითხი აშფოთებს
ვაშინგტონს სირიის საკითხი აშფოთებს

შეერთებულმა შტატებმა სირიაში ძალადობის აქტები დაგმო და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოქმედების შეწყვეტა მოთხოვა. გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სირიის უშიშროების ძალების მოქმედება გასაკიცხია, რადგანაც ისინი დემონსტრანტებს ბარბაროსულად უხსნიან ცეცხლს, ასევე არღვევენ ადამიანის უფლებებს და ახორციელებენ წამებებს. უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, მას შემდეგ, რაც სირიაში ანტისამათავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო, უშიშროების ძალების მიერ მოკლულია 1600-ზე მეტი სამოქალაქო პირი. სირიის მთავრობა კი თავის მხრივ ოპოზიციის აქტივისტებს ადანაშაულებს და მათ ტერორიზმში და რადიკალურ ისლამიზმში სდებს ბრალს. ოფიციალური დამასკოს განცხადებით, ექსტრემისტების მიერ მოკლულია უშიშროების ასობით თანამშრომელი. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის მთავრობას მოუწოდებს პატივი სცენ დემონსტრანტთა მოთხოვნას ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების მშვიდობიანად დაწყების თაობაზე. ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რეფორმების მიზნით, მათ შორის ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების არებობაზე აკრძალვა მოხსნა. მანამდე სირიაში მხოლოდ მმართველ ბაათის პარტიას ქონდა მოქმედების უფლება.

XS
SM
MD
LG