ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური სტრატეგიის მომავალი


ავღანური სტრატეგიის მომავალი
ავღანური სტრატეგიის მომავალი

ბარაკ ობამა: „თქვენი სამიზნეები მათი ლიდერები და სიმაგრეები ხდებიან“

ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალი გენერალი დევიდ პეტრეუსი აცხადებს,რომ ამერიკული შენაერთების 30 ათასი ჯარისკაცით გაზრდის მიუხედავად თალიბანის მეამბოხეები ზოგიერთ პროვინციაში კვლავ ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებენ. ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგიის თემაზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი რავი ხანა მუშაობდა. პრეზიდენტი ობამა ავღანეთს გასულ კვირას მოულოდნელად ეწვია. ვაშინგტონში ეს ნაბიჯი ავღანეთში ვითარების შემობრუნების მცდელობად შეაფასეს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ვაპირებდით თალიბანის დამარცხებას და ჩვენ ამას ვაკეთებთ. თქვენ ყველანი შეტევაზე გადადიხართ, რადგან დაიღალეთ თავდაცვით. თქვენი სამიზნეები მათი ლიდერები და სიმაგრეები ხდებიან,“ -განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ბარაკ ობამამ ასევე ყურადღება გაამახვილა ავღანეთში 30 ათასი ჯარისკაცის დამატებით გაგზავნის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ის გადაწყვეტილება რამაც უნდა გადაჭრას ავღანეთის პრობლემა. თუმცა, ავღანეთის საკითხის ექსპერტები ამბობენ, რომ გასული წლის დეკემბერში მიღებული სტრატეგიის გადახედვის ნიშნები არ არსებობს. მაიკლ ოჰანლონი ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსია.

„სტრატეგიაში არავითარი ფუნდამენტური ცვლილება არ შეინიშნება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე სასურველი, რომ ჩვენ ვიხილოთ ამ სტრატეგიის ხელახალი გადაფასება 2011 წლის შუა პერიოდში, რომ მოხდეს ცვლილება,“ - ამბობს ოჰანლონი.

მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე ნათელი გახდება დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის შედეგები. გარდა ამისა, ოჰანლონის აზრით, აუცილებელია პაკისტანისთვის ხელის წაკვრა, რათა მან ავღანეთის თალიბანისთვის თავშესაფრის მიცემა შეწყვიტოს. ასევე აქ საუბარია, არა მარტო თალიბანზე არამედ „ჰაქანის“ დაჯგუფებაზე და მის მებრძოლებზეც. სწორედ ამ უკნასკნელ ჯგუფს უკავშირდება ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის რაიონებში მოხდარი თავდასხმები.

ოჰანლონის თქმით, თუკი პაკისტანის ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს „ჰაქანის“ ქსელის და ავღანეთის თალიბანის მოთმენას თავის ტერიტორიაზე მაშინ ნათელი გახდება, რომ ამერიკის მცდელობები სწორედ მათი საშუალებით ფერხდება. „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი ლისა კურტისიც პაკისტანის მოქმედებით შეშფოთებულია.

„უკვე იზრდება ინფორმაციები, რომ პაკისტანის ხელისუფლებას ჰაქანის ქსელთან კავშირი აქვს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰაქანის ქსელია პასუხისმგებელი ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ამდენად, მე ვფიქრობ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვა, თუ რა მოგებას ნახულობენ პაკისტანთან პარტნიორული ურთიერთობით და ამ ქვეყნისთვის მილიარდების გამოყოფით,“ - ამბობს კურტისი.

დევიდ როჰდი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ყოფილი რეპორტიორია, რომელიც ავღანეთის თალიბანის მიერ იყო მოტაცებული და შვიდ თვეზე მეტი ტყვეობაში იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ პაკისტანი პაკისტანი თალიბანს არ გაწირავს, რადგან ისლამაბადს ავღანეთში ინდოეთის გავლენის ზრდის ეშინია. მისი თქმით, მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის შემცირებით არის შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG