ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიპოლი ცხოვრების ნორმალურ ტემპს უბრუნდება


ტრიპოლი ცხოვრების ნორმალურ ტემპს უბრუნდება
ტრიპოლი ცხოვრების ნორმალურ ტემპს უბრუნდება

42 წლიანი მმართველობის შემდეგ მოამარ კადაფის რეჟიმი დაემხო. დღეს ბევრს აწუხებს კითხვა იმის თობაზე იგივე ქაოსს ხომ არ ექნება ადგილი ტრიპოლიში, როგორსაც ადგილი ჰქონდა ბაღდადში სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ.

ამ პრობლემის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება ტრიპოლის უბნებში ამჟამად მომქმედი საკონტროლო პუნქტები გახდეს. მოჰამედ აბო გაბღა ჩვენ ტრიპოლის ერთ-ერთი უბნის ამგვარ საკონტროლო პუნქტზე გავიცანით. იგი 21 წლისაა. მასთან ერთად ამ პუნქტს აკონტროლებს მოჰამედ ბადი, ფრანგული ენის სპეციალისტი. მათ მოვალეობაში შედის უბანში შემავალი მსუბუქი და სატვირთო მანქანების შემოწმება.

-„ჩვენ ჩვენი უბნის უსაფრთხოება უნდა დავიცვათ, რადგანაც ვიცით თუ რისი გაკეთება შეუძლია კადაფის მაფიას.“

ერთნახევარ მილიონიან ტრიპოლიში ამგვარი ათასობით საკკონტროლო გამშვები პუნქტია და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის თუ რატომ არ ჰქონდა ფართე მასშტაბები ძარცვა-გლეჯვას კადაფის მთავრობის დამხობის შემდეგ. უკვე მაისის თვიდან პრაქტიკულად ტრიპოლის ყველა უბანში სამხედრო საბჭოები შეიქმნა. ცნობილია, რომ ქალაქის მოსახლეობას უამრავი იარაღი აქვს. მაგრამ როგორც მოჰამედმა გვითხრა ყველაფერთნ ერთად მისი უბნის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მკაცრი კონტროლია დადგენილი იარაღის ტარებაზე. ქალაქი ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრების ტემპს უბრუნდება. მოჰამედის უნბანში ძარცვის არც ერთ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. როგორც მან გვითხრა ეს მოხერხდა უბნის ერთიანობის წყალობით. ამ საკონტროლო-გამშვები პუნქტის კონტროლის გარდა უბნის წარმომადგენლები ადგილობრივი მეჩეთის რაიონში საავტომობილო მოძრაობასაც მიმართავენ.

-„აი ეს მანქანა ქალაქ მისრატადანაა, მეორე კი ბენღაზიდან. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ისევ ერთიანი სახელმწიფო ვართ. ჩვენი ერთობა არ მორღვეულა“ - გვითხრა მოჰამედ გაბღამ.

XS
SM
MD
LG