ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაგასაკი 65 წლისთავს აღნიშნავს


მემორიალურ ღონისძიებას 32 ქვეყნის ლიდერი დაესწრო.

იაპონიის ქალაქი ნაგასაკი დღეს ამერიკული ატომური ბომბის ჩამოვარდნიდან 65-ე წლისთავს აღნიშნავს.

ცერემონიალი დილის 11 საათსა და 2 წუთზე დაიწყო. ანუ იმ დროს, როცა 1945 წლის 9 აგვისტოს ამერიკელებმა ბომბი ჩამოაგდეს.

მემორიალურ ღონისძიებას 32 ქვეყნის ლიდერი დაესწრო, მათ შორის ბირთვული სახელმწიფოების ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებიც იყვნენ.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, ელჩი ჯონ რუსი ცერემონიალს ვერ დაესწრო განრიგში შეუთავსებლობის გამო. თუმცა ელჩი პარასკევს ჰიროშიმაში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG