ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასრულდა თინა ქეიდენაუს ვიზიტი საქართველოში


დასრულდა თინა ქეიდენაუს ვიზიტი საქართველოში
დასრულდა თინა ქეიდენაუს ვიზიტი საქართველოში

ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ქალბატონი თინა ქეიდენაუ საქართველოს სტუმრობდა ოფიციალური ვიზიტით.

ვიზიტის მნიშვნელობასა და შედგებზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს:

-" ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ძალზედ ფართო გაგებით, მაგრამ მთავარი რაც იპყრობს დღეს ჩვენი საზოგადოების ყურადღებას გახლავთ ის, რომ წამყვანი თემა ამჯერად იყო ქარტიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების განხილვა - ეს იყო დემოკრატიასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ წარმოდგენილია ოთხი სამუშაო ჯგუფი და ერთ-ერთი სწორედ დემოკრატიული პროცესის განვითარებასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და პრობლემებზე საუბრობდა. ვიზიტი ძალზე დატვირთული იყო. ჩემის აზრით აქ მთავრი მესიჯი ამერიკელების მხრიდან იყო ა.შ.შ-ს ადმინისტრაციის რჩევა, მოწოდება იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს რვიანსა და ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობას შორის და რომელიც ეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ იქნას გაჭიმული დროში, ვინაიდან საქართველო შედის წინასაარჩევნო ფაზაში და სანამ შევა ამ ფაზაში წლის დასასრულამდე რასაკვირველია სასურელი იქნებოდა ამ მოლაპარაკებათა დასრულება. ქალბატონმა ქეიდენაუმ აღნიშნა, რომ ა.შ.შ-ს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხარი დაუჭიროს რაიმე კონკრეტულ რეფორმებს და მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ა.შ.შ-ს როლი საქართველოსთან მიმართებაში იმაში მდგომარებოს, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს. იგი აღნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს დემოკრატიული მომავლისაკენ მიმავალ გზაზე და კიდევ ისიც აღნიშნა, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ მხრივ. ქალბატონი ქეიდენაუს თქმით ამერიკა არ აპირებს ადვოკატი იყოს რომელიმე ერთი რეფორმისა და ამერიკისათვის მთავარია, რომ დიალოგი გრძელდებოდეს, არ შეწყდეს. ვინაიდან დიალოგის გარეშე ნებისმიერი შეთანხმება პრაქტიუკლად შეუძლებელია. ამიტომ ბუნებრივია ისიც რომ 2003 წლიდან ჩვენი ისტორიული განზომილებით დიდი დრო არ გასულა. ექვსი-შვიდი წელი ამ პროცესისათვის, რომელსაც დემოკრატია ჰქვია არაფერია, როდესაც დღეს დემოკრატიული სახელმწიფოები სამასწლიან ისტორიას ითვლიან აი ამ პროცესისას. ამიტომ ის, რომ დიალოგი არ შეწყდეს, იგივე ოპოზიციის რვიანსა და ხელისუფლებას შორის, ეს მართლაც მზიდი კონსტრუქცია უნდა იყოს ნებისმიერი პროგრესის და შტატები სწორედ აქეთკენ მოუწოდებენ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ქალბატონმა ქეიდენაუმ აღნიშნა, რომ ამერიკელები ძალიან მოხარულნი არიან, რომ ოპოზიციური პარტიების ჯგუფებმა მმართველ პარტიებთან მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა, რათა მოაგვარონ მთელი რიგი ის საკითხები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია და არსებითია წინა საარჩევნო პერიოდში. ჩემის აზრით ძალზედ მნიშვნელოვანი ციკლი იწყება წინასაარჩევნო პერიოდისა, თორმეტი წელი, ცამეტი წელი, თანაც ცამეტი წლის არჩევნები წყალგამყოფადაც კი შეიძლება იქცეს, ვინაიდან არსებული პრეზიდენტი სააკაშვილი აღარ იყრის კენჭს და დგება უკვე პირველად საქართველოში პოსტსაბჭოურ პერიოდში, პირველად ჩვენ მოწმენი გავხდებით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისა. ამიტომ შეიძლება ისიც ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება 2013 წლის არჩევნებს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სულ არა არჩევნებით, არალეგიტიმურად ხდებოდა ხელისუფლების ცვლილება. ეს პირველი იქნება და ეს რასაკვირველია ამ ქვეყნის დემოკრატიიზაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტადაც კი შეიძლება იქცეს.

XS
SM
MD
LG