ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ოპოზიციამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა


ლიბიის ოპოზიციამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდიარე შეხვედრაზე ლიბიის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა გაამართლეს საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია ლიბიაში და მზადყოფნა გამოთქვეს ლიბიის ოპოზიციას ფულადი, პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ.

ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ დროებითი ფინანსური მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მეამბოხეებს გადაეცემა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საფრანგეთის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ისევე როგორც გაეროს, აშშ-ს, არაბული სახელმწიფოების ლიგისა და აფრიკული ქვეყნების კავშირის დიპლომატები. ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში ლიბიის ლიდერს მოამარ კადაფის მოუწოდებენ გადადგეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია ლიბიაში, რომლის მიზანია მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან აუცილებელი და სავსებით სამართლიანია.

XS
SM
MD
LG