ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასობრივი თემა აშშ-ში კვლავ აქტუალურია


რასობრივი თემა აშშ-ში კვლავ აქტუალურია
რასობრივი თემა აშშ-ში კვლავ აქტუალურია

პრეზიდენტმა ობამამ შავკანიან ქალბატონს პირადად მოუხადა ბოდიში.

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტომ ვილსაკმა თანამდებობაზე ის შავკანიანი თანამშრომელი აღადგინა ,ვინც საკუთარ გამოსვლაში რასობრივ თემაზე არამართებული შენიშვნა გააკეთა.

შირლი შეროდი ,რომელიც წლების მანძილზე სოფლის მეურნებობის დეპარტამენტში მუშაობდა, რამდენიმე ხნის წინ იძულებული გახდა სამსახური საკუთარი ნებით დაეტოვებინა.

აღსანიშნავია,რომ შავკანიანი ქალბატონის მიმართ მკაცრი ზომები მას მერე გატარდა,რაც ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო კლიპი,რომელშიც ქალბატონი შეროდი თეთრკანიანი ფერმერის მიმართ ერთგვარ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავდა. თუმცა შირლი შეროდი სწორედ ამ კლიპის შემდეგ გახდა პოპულარული.ამის ისიც დაერთო,რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქალბატონს პირადად მოუბოდიშა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ტომ ვილსაკის განცხადებით:

„მე ვნანობ ჩემს საქციელს და პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე ვიღებ“

მოდით, გავიხსენოთ,როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ორშაბათს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა შირლი შეროდს სთხოვა, საკუთარი ნებით წასულიყო სამსახურიდან.მიზეზად კი, კონსერვატორი ბლოგერის მიერ ინტერნეტში გავრცელებული შეროდის საჯარო გამოსვლის ამსახველი ვიდეო კლიპი დაასახელა .კლიპში შავკანიანი შეროდი თეთრკანიან ფერმერთან ოცი წლის წინ მომხდარ არასასაიამოვნო შემთხვევას იხსენებდა.

„ იმ დროს უამრავი შავკანიანი კარგავდა საკუთარ მიწებსა და ფერმებს.მე კი მომიხდა თეთრკანიან ფერმერთან მემუშავა და დავხმარებოდი,რომ მისთვის ფერმა არ წაერთმიათ.ამაზე ძალიან ვბრაზობდი და ენერგიას ვზოგავდი“

შეროდის ეს გამოსვლა ვიდეო კლიპის სახით შეერთებულ შტატებში საინფორმაციო საშუალებებისა და ინტერნეტის დახმარებით გავრცელდა.თუმცა მას მერე,რაც შეროდი სამსახურიდან იძულებით გამოისტუმრეს, აღმოჩნდა,რომ კლიპი დამონტაჟებული იყო და რამდენიმე სიტყვის ამოჭრის შედეგად, ტექსტმა აბსოლუტურად განსხვავებული და რასისტული მნიშვნელობა შეიძინა. სინამდვილეში სკანდალად ქცეულ ჩანაწერში ქალბატონი შეროდი საკუთარ დაშვებულ შეცდომასა და მისგან შეძენილ გამოცდილებაზე საუბრობდა.

ასე,რომ შავკანიანი ქალბატონის მიმართ ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, არამარტო მინისტრი გახადა იძულებული პატიება ეთხოვა,არამედ შეროდს ბოდიში თავად პრეზიდენტმა ობამამ მოუხადა. ასე იქცა შირლი შეროდი ნაციონალური არხების ვარსკვლავად .

„ძალიან დიდი შოკი მივიღე,.მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანობისთვის ვიბრძოდი და უცებ ხალხის თვალში დაუნდობელი რასისტი აღმოვჩნდი."

აღსანიშნავია ისიც,რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ,შირლი შეროდის შემთხვევას წინ რამდენიმე მსგავსი ისტორია უძღოდა.

ერთერთი ასეთი შემეთხვევა გახლდათ პოლიციის ინციდენტი შავკანიან მამაკაცთან,როცა იგი საკუთარ სახლში ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს. ამ მოვლენას მაშინ პრეზიდენტმა ობამამ შემდეგი შეფასება მისცა:

„კემბრიჯის უნივერსიტეტის პოლიციის დეპარტამენტი სულელურად მოიქცა,როცა ადამიანები საკუთარ სახლში შეჭრის ბრალდებით დააპატიმრა“

პრეზიდენტ ობამას ამ ფაქტზე გაკეთებული კომენტარის გამო, ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.მერილენდის პროფესორის რონალდ ვოლტერსის თქმით:

„კონსერვატორები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის,რომ საჩოთირო რასობრივი თემით შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამუდმებით დაასუსტონ და სახელი გაუტეხონ“

ვოლტერსის თქმით,შეროდის ისტორიის შემდეგ შესაძლოა შეერთებულ შტატებში რასობრივ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმოს:

„ჩემი აზრით,თეთრი სახლი,ამერიკული მედია და საზოგადოება მზად არიან იმისთვის,რომ რასობრივ თემას მეტი გულისყურით მოეკიდონ და საზოგადოების კონტექსტში განიხილონ."

ამ ფონზე კი, შავკანიანი შერლი შეროდი ახალ სამსახურში გასვლაზე ჭოჭმანობს, თუმცა ამაყია იმითაც,რომ ზურგს თავად პრეზიდენტი ბარაკ ობამა უმაგრებს.

XS
SM
MD
LG