აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაჟინებით მოუწოდა კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს დათანხმდნენ მდიდრებისთვის საშემოსავლო გადასახადების გაზრდაზე და ეს უნდა მოხდეს დეფიციტის შემცირების თაობაზე გარიგების ნაწილის სახით. როგორც ობამამ თქვა აშშ-ში მილიონერებმა და მილიარდერებმა მეტი საშემოსავლო გადასახადები უნდა გადაიხადონ და რომ ნავთობის მსხვილი კომპანიებისათვის არ უნდა არსებობდეს ამ დარგში სპეციალური შეღავათები. პრეს-კონფერენციაზე ობამა ლიბიის საკითხსაც შეეხო. მან გაამართლა ამ საკითხში მისი ადმინისტრაციის მოქმედება და აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ საკითხში მისი ადმინისტრაციის კრიტიკოსთა მოტივი პოლიტიკური ხასიათისაა.
ობამამ რესპუბლიკელებს გადასახადების გაზრდისკენ მოუწოდა
პოპულარული
1