ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი ამერიკა-ირანის ომის შესაძლებლობაზე საუბრობს


სენატორი ამერიკა-ირანის ომის შესაძლებლობაზე საუბრობს
სენატორი ამერიკა-ირანის ომის შესაძლებლობაზე საუბრობს

ამერიკელ სენატორს ლინდსი გრემს მიაჩნია, რომ ირანზე სამხედრო დარტყმის სამიზნე მხოლოდ თეირანის ბირთვული ობიექტის მოსპობა არ უნდა იყოს. როგორც იგი ამტკიცებს აშშ-ს შეიარაღებულკი ძალების მიზანი ირანის შეიარაღებული ძალების განადგურებაც უნდა იყოს. რესპუბლიკელი სენატორი სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრემი სენატში შეიარაღებული ძალებისა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტების წევრია. მან ეს განცხადება კანადაშისაერთაშორისო უშიშროების საკითხებზე ჰალიფაქსის ფორუმზე გააკეთა. ადრე ამერიკელ სამხედრო ოფიციალურ პირებს არა ერთხელ უთქვავთ, რომ აშშ-ს გააჩნია ირანზე თავდასხმის გეგმა. გრემი ამტკიცებს, რომ ყველაფერთან ერთად საჭიროა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამხედრო ავიაციის განადგურება, ისევე როგორც გამანადგურებელი დარტყმის მიყენება რევოლუციური გვარდიისადმი.

XS
SM
MD
LG