ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები თბილისში - რა დგას ამ აფეთქებების უკან?


აფეთქებები თბილისში - რა დგას ამ აფეთქებების უკან?
აფეთქებები თბილისში - რა დგას ამ აფეთქებების უკან?

თბილისში გახშირდა აფეთქებები. რა დგას ამ აფეთქებების უკან? რას ფიქრობენ ექსპერტები? ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტიკის საკითხების ექსპერტი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე საუბრობს.

-" მოგეხსენებათ საქართველო იმყოფება ისეთ რეგიონში, სადაც მაღალი არის რისკები. აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყნით და კერძოდ სამხრეთ კავკასიით არა ერთი ქვეყნის აგრესიული ძალები არიან დაინტერესებული. ჩემი აზრით ამ ბოლო ხანებში მომხდარი აფეთქებები შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის ევროპარლამენტში გამოსვლასთან, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველო არასდროს არ გამოიყენებს ძალასა და არ შეეცდება იარაღის ძალით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. მისივე თქმით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგგენა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე ზოგიერთი ისეთი ძალა, რომელსაც არ აწყობს საქართველოს სტაბილიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია, არეულობა და ხალხი შიშის ქვეშ იყოს. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოს იმიჯი შეილახოს.ჩემის აზრით სწორედ ეს დგას ამ აფეთქებების მიღმა."

XS
SM
MD
LG