ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ტრადიციულმა ოჯახმა სახეცვლილება განიცადა


ამერიკაში ტრადიციულმა ოჯახმა სახეცვლილება განიცადა
ამერიკაში ტრადიციულმა ოჯახმა სახეცვლილება განიცადა

ტრადიციულ ამერიკულ ოჯახად დაუქორწინებელი წყვილები და გაყრილი მშობლებიც ითვლებიან.

პიუს კველვითი ცენტრის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ამერიკაში ტრადიციული ოჯახის სახე შეიცვალა.

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ქორწინება ამერიკული ოჯახის მნიშვნელოვან ატრიბუტად აღარ ითვლება. მაგალითად, თანამედროვე ამერიკულ ოჯახად ითვლება დაუქორწინებელი და გაყრილი მშობლებიც.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ესტუმრა ერთერთ თანამედროვე ამერიკულ ოჯახს. ოჯახის დიასახლისი კიმ დოერინგ სამზარეულოში ფუსფუსებს. მისი მეუღლე პეტი შვილებს საშინაო დავალების გაკეთებაში ეხმარება. როგორც კიმი ამბობს, მისთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია:

"ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მათ გარეშე. ცხოვრებაში აუცილებელია, რომ რაღაცის და ვიღაცის მიმართ გქონდეს პასუხისმგებლობა."

პეტი ამბობს რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ტრადიციული ამერიკული ოჯახის სახე შეიცვალა და თვლის, რომ ეს ძალიან პოზიტიური წინსვლაა ამერიკული საზოგადოებისთვის.

"ამა თუ იმ საკითხზე ამერიკული საზოგადოების აღქმა შეიცვალა, მათ შორის ოჯახზე. განქორწინების რიცხვმა იმატა, მაგრამ გაქორწინებული მშობლები მაინც ოჯახად ითვლებიან."

კიმი და პეტი ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდნენ. პიუს კვლევითი ცენტრის თანახმად, ამერიკულ ახალგაზრდა საზოგადოებაში საგრძნობლად გაიზარდა დაუქორწინებელი წყვილების თანაცხოვრების შემთხვევები. კვლევითი ცენტრის რედაქტორი როჩარდ მორინი ამბობს :

"გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 44%-ს ქორწინების გარეშე უცხოვრია პარტნიორთან. თუმცა, ისინი იქვე აცხადებენ, რომ მათი პარტნიორთან თანაცხოვრება ქორწინებისკენ გადაგმული ნაბიჯი იყო, ეგრეთწოდებული მოსამზადებელი პერიოდი."

მორინი იქვე დასძენს, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა პოტენციურად იმ ახალგაზრდა ამერიკელების მიერ ხდება, რომლებიც გაყრილი ოჯახის წევრები არიან. მორინმა ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხულთა 63%-მა ერთსქესიანი ოჯახიც, ასევე თანამედროვე ამერიკული ოჯახის ტიპს მიაკუთვნა.

"ამ 63%-დან უმრავლესობა თვლის, რომ ერთი სქესის ოჯახს საზოგადოებაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და მას ამიტომ არ უჭერს მხარს. მაგრამ ამერიკულ საზოგადოებას გააზრებული აქვს, რომ ერთი სქესის ოჯახებსაც, ტრადიცული ოჯახის მსგავსად საკუთარი ბევრი პრობლემა აქვთ."

ჰომოსექსუალები კრის კლაინი და ჯიმი ლაცი, 14 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ და ჰყავთ ორი წლის შვილი. წყვილი ორი წლის წინ დაქორწინდა, მაგრამ ვირჯინიის შტატში ერთი სქესის ქორწინება არალეგალურად ითვლება. თუმცა ჰომოსექსუალი წყვილი თვლის, რომ ისინი სამეზობლოში თავს გარიყულად არ გრძნობენ:

"ჰომოსექსუალი წყვილი შვილით და ტრადიცული ცოლ-ქმარი უშვილოდ - ეს ორი ტიპის ოჯახი დღევანდელ ამერიკულ საზოგადოებაში ტრადიციულ ოჯახად მოიაზრება. ოჯახი არის ორი ადამიანის კავშირი, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი და მომავლის ერთმანეთთან გაზიარება სურთ"- აღნიშნავს კრის ლაინი.

კრისის და ჯიმის ორი წლის ვაჟი ჯერემი სუროგატმა დედამ გააჩინა:

"ჯერემიმ ჩვენი ოჯახი გაახალისა და ჩვენი ურთოერთობა კიდევ უფრო გააძლიერა "- დასძენს ჯიმი.

გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა ტრადიციული ამერიკული ოჯახის დარღვევით. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის სახე საგრძნობლად შეიცვალა, მას გადაშენება მაინც არ უწერია.

გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ ქორწინება და ოჯახი მაინც მარადიულად იარსებებს.

XS
SM
MD
LG