ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიაში ახალი კანონი მიიღეს


1989 წელს, დანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ჰომოსექსუალისტთა ქორწინება დაკანონდა.

დანიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს ერთსქესიან წყვილებს ეკლესიაში ოფიციალურად დაიწერონ ჯვარი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ერთსქესიან წყვილებს დანიაში მხოლოდ ლუთერანული ეკლესია სთავაზობდა მოკლე კურთხევას და შესაბამის ცერემონიებს.

კანონმდებლობა მიღებული იქნა ხუთშაბათს 85 ხმით 24-ის წინააღმდეგ. იგი ძალაში 15 ივნისს შევა.

კანონის დამტკიცების შემდეგ, დანიაში, ისევე როგორც ისლანდიასა და შვედეთში, ჰომოსექსუალ წყვილებს ჯვრისწერის უფლება კანონიერად მიენიჭებათ.

1989 წელს, დანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ჰომოსექსუალური ქორწინება დაკანონდა. მოგვიანებით, ერთსქესიან წყვილებს საეკლესიო ლოცვა-კურთხევის ცერემონიალის უფლებაც მიანიჭეს.




XS
SM
MD
LG