ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების თავდასხმებს ბავშვები შეეწირნენ


თალიბების თავდასხმებს ბავშვები შეეწირნენ
თალიბების თავდასხმებს ბავშვები შეეწირნენ

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმეს ტერაქტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში თალიბების მოწინააღმდეგე ტომზე სალარზაიზე განხორციელებული თავდასხმა.

შაბათს, პაკისტანის ბაჯურის რეგიონში განხორციელებული ტერაქტის დროს, დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

საკვების მიწოდების მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში ჩადრით შემოსილმა კამიკაძე ტერორისტმა ქალმა ნაღმზე აიფეთქა თავი.

პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იუსუფ რაზა გილანმა , ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმეს ტერაქტი.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, სალარზაის ტომმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სამხედრო ძალებს და ჩამოაყალიბა თალიბების მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფება. სწორედ ეს გახდა მიზეზი მათზე განხორციელებული თავდასხმისა.

XS
SM
MD
LG