ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონ პანეტას ორდღიანი ვიზიტი ავღანეთში


ლეონ პანეტას ორდღიანი ვიზიტი ავღანეთში

ამერიკა და მისი მხარდამჭერი ქვეყნები თალიბთა წინააღმდეგ 10 წლიანი ომის გამარჯვებას ზეიმობენ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, ამერიკა და მისი მხარდამჭერი ქვეყნები თალიბთა წინააღმდეგ 10 წლიანი ომის გამარჯვებას ზეიმობენ.

ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებთან შეხვედრისას, პანეტამ აღნიშნა, რომ ალიანსის ჯარისკაცების თავგანწირვამ შედეგი გამოიღო და მიუხედავად ბოლო დროს განხორციელებული შეტევებისა, მეამბოხეთა წინააღმდეგობა, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე ნაკლებად აქტიურია.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ნატოს ჯარებმა შეასუსტეს თალიბთა მოძრაობა, რამაც საშუალება არ მისცა მათ დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინათ.

ლეონ პანეტა ამერიკელ ჯარისკაცებს პაკისტანის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე ბაზაზე შეხვდა. მან ასევე მოუწოდა ისლამაბადს ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რათა რეგიონში მშვიდობა აღდგეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანთან ურთიერთობა ბოლო დროს განსაკუთრებით გართულდა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა შეერთებული შტატებისთვის ჯერ კიდევ აუცილებელ და მნიშვნელოვან მიზნად რჩება.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ პაკისტანის უსაფრთხოების სააგენტოები ექსტრემისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

ავღანეთში ამერიკის თავდაცვის მინისტრის ორდღიანი ვიზიტი, შეერთებული შტატების მიერ თალიბთა წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესის შეფასეაა.

XS
SM
MD
LG