საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე, რომელიც ამჟამად იტალიის "ჯენოას" ღირსებას იცავს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ღია გამოვიდა. კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს საქართველოში მისი ბიზნესის განვითარებას ხელოვნური ბარიერები შეუქმნას.
კალაძის კომპანია „კალა კაპიტალი“ საქართველოში ბიზნესის რამდენიმე სეგმენტშია წარმოდგენილი. მათ შორის, საბანკო სექტორში, სასტუმროების და სამშენებლო ბიზნესში.
ამჯერად, კალაძე აქცენტს „არსენალი სითის“ მეგა პროექტზე აკეთებს, რომლის განხორციელება თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, არსენალის მთაზე, 2008 წელს დაიწყო.
საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად ტერიტორია 19 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა და პროექტში, მისივე თქმით, მილიარდ ნახევარი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა. რუსეთთან ომმა პროექტი გაყინა და კალაძისა და საქართველოს მთავრობის კონფლიქტიც დაიწყო. კახი კალაძე ამბობს:
ბიზნესის განვითარება რაც იყო, რაც დაგეგმილი გვქონდა, მე მხედველობაში მაქვს „არსენალის“ პროექტი, როდესაც შეჩერდა ამ პროექტის განვითარება, რის გამოც შეჩერდა ყველამ კარგად ვიცით, მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით არანაირი ხელშეწყობა არ ყოფილა.“კახი კალაძე
„ღიად გამოვთქვი ჩემი გულის ტკივილი, რამოდენიმეჯერ დავაფიქსირე პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქვეყანაში და ალბათ, ეს სახელმწიფოს ზოგიერთ წარმომადგენელს არ სიამოვნებს.
კარგად მესმის, რომ სიმართლის თქმა, როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, მწარეა ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ რას ვიზამთ? არ მივეკუთნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც თეთრზე ამბობენ რომ შავია.
ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლების რიგებში ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი და ჩემი აზრით, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის პირველი მტრები.
ბიზნესის განვითარება რაც იყო, რაც დაგეგმილი გვქონდა, მე მხედველობაში მაქვს „არსენალის“ პროექტი, როდესაც შეჩერდა ამ პროექტის განვითარება, რის გამოც შეჩერდა ყველამ კარგად ვიცით, მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით არანაირი ხელშეწყობა არ ყოფილა.“
"არსენალი სითის" პროექტი 80 ჰექტარ მიწის ფართობზე მინიქალაქის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტში იდო სამთავრობო და საცხოვრებელ კომპლექსების, საკონფერენციო ცენტრების, ვილების, "ა" კლასის ოფისებისა და კომერციულ ფართების, ასევე სკოლების, საავადმყოფოების, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გასართობი ტიპის დაწესებულებების აშენება.
წინასწარი პროგნოზით, "არსენალი სითიში" რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. 19 მილიონის ინვესტირების შემდეგ, რუსეთთან ომის გამო, კალაძის უცხოელმა პარტნიორებმა ინვესტიციის სამი წლით გადადება ითხოვეს, თუმცა უარის მიიღეს.
კონფლიქტი გაამწვავა იმ ფაქტმაც, რომ მთავრობამ ფორს-მაჟორული სიტუაცია არ გაითვალისწინა და კალაძის კომპანიას საინვესტიციო პირობების დარღვევის გამო, ჯარიმის სახით, რამდენიმე მილიონის საურავი დაარიცხა. ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი პერტაია ამბობს:
„მე მაქვს კონტრაქტი კალაძის ამ განცხადებამდე ნანახი, სადაც ვალდებულება აქვს კალაძის კომპანიას არსენალის პროექტში ჩაედო გარკვეული თანხა, ამ პერიოდში ეს თანხა ჩადებული არ არისგიორგი პერტაია
„მე მაქვს კონტრაქტი ადრე ნანახი, კალაძის ამ განცხადებამდე მაქვს ნანახი და სადაც ვალდებულება აქვს კალაძის კომპანიას არსენალის პროექტში ჩაედო გარკვეული თანხა, ამ პერიოდში ეს თანხა ჩადებული არ არის, ეს ვიცი მე მარტო.“
ოპოზიციის აზრით, კახი კალაძე იმ ხისტი განცხადებების გამო ისჯება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა. ომის დროს კალაძემ იტალიაში საქართველოს მხარდასაჭერი რამდენიმე სერიოზული ღონისძიება მოაწყო, თუმცა მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "რუსეთთან ომში ჩაბმა პრეზიდენტის და მთავრობის ფატალური შეცდომა იყო".
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კალაძეს ასევე არ აპატია ყოფილ პრემიერ მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან საქმიანი ურთიერთობა. ომის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროში სამი მინისტრი შეიცვალა, თუმცა „კალა კაპიტალთან“ ურთიერთობების მოწესრიგება ვერ მოხერხდა.
მაშინ, როცა ომით გამოწვეული ფორს-მაჟორის გამო, სხვა მრავალ კომპანიასთან თუ ინვესტორთან სამინისტროს გაცილებით რბილი პოლიტიკა ჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ვერონიკა ქობალია ამასთან დაკავშირებით ამბობს:
„სამწუხაროდ, კახა კალაძე ჩვენს სამინისტროში ჯერ არ მოსულა.ვერონიკა ქობალია
„სამწუხაროდ, კახა კალაძე ჩვენს სამინისტროში ჯერ არ მოსულა. დიდი სიამოვნებით შევხდები და გავიაროთ ის თემები, რომლებიც განსახილველია.“
კახი კალაძემ მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება, მისი უახლოესი მეგობრის, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდის გიორგი დემეტრაძის დაპატიმრების გამოც.
დემეტრაძე 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ საქართველოს-ხორვატიის მატჩის წინ გამოიტანა.
ბრალდების მიხედვით, დემეტრაძე, კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანთან ერთად, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, ჩართული იყო ე.წ. მაზიანში (სანაძლეო) წაგებული 140 ათასი დოლარის მიღების პროცესში, ამ თანხის ნაწილი ე.წ "ქურდულ საერთოს" უნდა მოხმარებოდა. დემეტრაძემ, რომელიც შსს-ის მტკიცებით, 30 ათასი დოლარი ნაღდი ფულით დააკავეს, ბრალი არ აღიარა. კახი კალაძემ დემეტრაძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს "კრიმინალების მიერ მიღებული გადაწყვეტილება" უწოდა:
„დარწმუნებული ვარ, რომ დემეტრაძე არის უდანაშაულო. შეიძლება მე კომპეტენტური პირი არ ვიყო ამ საქმეში, მაგრამ ადვოკატებისგან ყველა ინფორმაცია და ყველა დეტალი ვიცი, თუ საქმე როგორ მიდიოდა. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ გიორგი დემეტრაძეს დანაშაული არ ჩაუდენია.
მე დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ გიორგი დემეტრაძეს დანაშაული არ ჩაუდენია.
ჩვენ ყველას გვინდა ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ, სამართლიან საქართველოში და ამას ვითხოვთ ჩვენც რომ იყოს სამართალი. როდემდე უნდა იყოს ასეთი გაუგებრობა?!“
32 წლის კახი კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. კარიერის საუკეთესო წლები მან თბილისისა და კიევის „დინამოში“, ასევე იტალიურ „მილანში“ გაატარა. ამჯერად კი იტალიური „ჯენოას“ ღირსებას იცავს.
კალაძეს მოგებული აქვს თითქმის ყველა საკლუბო ტიტული - ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი, სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო თასი. იტალიის, უკრაინის, საქართველოს ჩემპიონატები და თასი. არის საქართველოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში გამართული აქვს 75 მატჩი და დღემდე ნაკრების კაპიტანია.