ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ ახშობს ფეხბურთელების კრიტიკულ ხმას?


საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე თანმიმდევრულად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, თუმცა ბოლო კრიტიკული ინტერვიუს წაშლა თავად მოითხოვა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე თანმიმდევრულად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, თუმცა ბოლო კრიტიკული ინტერვიუს წაშლა თავად მოითხოვა

ისტორიული ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში, ბოლო საკონტროლო მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, პოდგორიცაში, ძალიან დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა, მასპინძელი მონტენეგროს ნაკრები, რომელთანაც ქართველებს აქამდე არ მოეგოთ. გოლები საქართველოს მაისურით, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ, ასევე შეცლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს.

ეროვნული ნაკრების გერმანიაში, ისტორიულ ევრო 2024-ზე გაფრენის წინ, საქართველო პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს
ეროვნული ნაკრების გერმანიაში, ისტორიულ ევრო 2024-ზე გაფრენის წინ, საქართველო პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს

ტელეკომპანია „იმედმა“, რომლის სარედაქციო პოლიტიკას მთლიანად „ოცნების“ ხელისუფლება აკონტროლებს, არხის ოფიციალურ „ფეისბუკის“ გვერდზე, შეცვლაზე შემოსული ბუდუ ზივზივაძის მიერ მესამე გოლის გატანა არ შეიმჩნია და კიტეიშვილი-მიქაუტაძის გოლების მსგავსად, ქარდზე არ გაიტანა. ეს ფანებმა მაშინვე შენიშნეს.

„ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. „ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი
ნაწყვეტი ბუდუ ზუვზივაძის ინტერვიუდან, რომლის წაშლაც თავად მოითხოვა

მანამდე, საქართველოს ნაკრებისა და გერმანული „კარლსრუეს“ 30 წლის ფორვარდზე მიზანმიმართული ზეწოლა განხორციელდა. ზივზივაძე, რომელმაც 4 ივნისს „ჯაფარას პოდკასტში“ მკაცრად გააკრიტიკა „ოცნების“ ხელისუფლება „რუსული კანონის“ მიღების დროს, დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, აიძულეს, ამ კრიტიკული ვიდეოს წაშლა თავად მოეთხოვა.

„ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს...რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა.

ვიღაცეები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე” - ამბობდა ბუდუ ზივზივაძე „ჯაფარას პოდკასტში“.

ინტერვიუში "კარლსრუეს" ფორვარდმა ზივზივაძემ, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით „აფხაზეთი საქართველოა“ კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მტერია. „ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი.

დედაჩემიც აფხაზეთიდან დევნილია და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია. და, რა თქმა უნდა, დედაჩემიდანაც გამომდინარე. და ეგრეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ, ახლა უკრაინაში რასაც აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს შეიძლება ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა" - აღნიშნა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.

5 ივნისს, ზივზივაძემ სრულიად მოულოდნელად „ჯაფარას პოდკასტსაც“ და სხვა მედიებსაც სთხოვა, რომ მისი ვრცელი ვიდეო ინტერვიუდან ხელისუფლების და რუსეთის კრიტიკა წაშლილიყო, ასევე წაშლილიყო ქარდები, რომელიც ამ ინტერვიუზე დაყრდნობით ათობით მედიამ გაავრცელა.

დედაჩემიც აფხაზეთიდან დევნილია და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია, ეგრეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ, ახლა უკრაინაში რასაც აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა
ბუდუ ზივზივაძე

ფეხბურთელმა ეს თხოვნა, უმნიშვნელოვანეს შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრების ინტერესებით ახსნა, რათა მისივე თქმით, თავიდან აეცილებინა „დამატებითი ემოციები და აჟიოტაჟი“. მედიის დიდმა ნაწილმა ეს თხოვნა გაითვალისწინა, თუმცა ზივზივაძის ინტერვიუს წაშლილი ნაწილი, სოციალურ ქსელში ვირუსულად მაინც გავრცელდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით კრიტიკული პოსტი აიღო.

აპრილში, "რუსული კანონის" მოწინააღმდეგე დემონსტანტების მხარდამჭერი პოსტი „ინსტაგრამზე“ ესპანური „ლევანტესა“ დანაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა გამოაქვეყნა, შემდეგ კი „ინსტაგრამი“ დროებით გააუქმა. ამასთან დაკავშირებით, „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ასევე ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ „ქოჩორაშვილის მამა ნაცია“.

„აგენტების კანონი“ და მომიტინგეებზე ძალადობა ასევე ცალსახად დაგმეს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი ჩაკვეტაძემ, ჯაბა კანკავამ, გიორგი ქვილითაიამ, საბა ლობჟანიძემ და სხვებმა (კანონს ღიად მხარი მხოლოდ ირანის „პერსეპოლისში“ მოთამაშე გიორგი გველესიანმა დაუჭირა) თუმცა, ყველაზე დიდ წნეხში მაინც ბუდუ ზივზივაძე მოექცა. მან ზედიზედ სამჯერ თანმიმდევრულად გააკრიტიკა ხელისუფლება, თუმცა ბოლოს კრიტიკის წაშლა მანაც მოითხოვა.

ბუდუ ზივზივაძე, რამდენჯერმე დაგმო "რუსული კანონის" მოწინააღმდეგებზე პოლიციის და სპეცრაზმის ძალადობა
ბუდუ ზივზივაძე, რამდენჯერმე დაგმო "რუსული კანონის" მოწინააღმდეგებზე პოლიციის და სპეცრაზმის ძალადობა

„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ასევე ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე უარყოფს, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე ხელისუფლების მხრიდან ფარული და აშკარა ზეწოლა მიმდინარეობს.

ყველას შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, იქნება ეს სოციალური ქსელით თუ სხვა გზავნილით, მაგრამ მე არ ვეთანხმები, როდესაც ზეწოლა ხდება ერთი ან მეორე მხრიდან, რათა ადამიანები მათ მხარეს გადაიბირონ
ლევან კობიაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ქართულ მედიასთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და „ოცნების“ დეპუტატი ლევან კობიაშვილი, რომელმაც „რუსულ კანონს“ ხმა მისცა.

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში კი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ყველას (ფეხბურთელს) შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, იქნება ეს სოციალური ქსელით თუ სხვა გზავნილით, მაგრამ მე არ ვეთანხმები, როდესაც ზეწოლა ხდება ერთი ან მეორე მხრიდან, რათა ადამიანები მათ მხარეს გადაიბირონ“.

გერმანელი ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ ახდენს ზეწოლას ფეხბურთელებზე? „ოცნების“ დეპუტატი გაექცა და აღნიშნა, რომ „დაკონკრეტება არ სურს“ და „ეს საქართველოში ყველამ იცის“. „დოიჩე ველემ“ ეს რეპორტაჟი საქართველოდან გამოაქვეყნა სათაურით: „ფეხბურთის ვარსკვლავები პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან.“

„რუსულ კანონს“, რომელიც საზოგადოების ნაწილს ავტომატურად მტრად, ჯაშუშად აცხადებს და მესამე სექტორისა და კრიტიკული მედიის ჩახშობას ითვალისწინებს, „ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის გარდა, „რუსულ კანონს“ ხმა მისცეს: ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა (იგი ერთ-ერთი იყო, რომელმაც ბუდუ ზივზივაძეზე ხელისუფლების საწინააღმდეგო პოსტისთვის იერიში მიიტანა), საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ დავით კაჭარავამ და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.

ეს უკანასკნელი „რუსული კანონის“ მხარდაჭერის გამო ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პირველმა ქართველმა კალათბურთელმა ვოვა სტეფანიამ გააკრიტიკა. სტეფანიამ, რომელიც უკვე წლებია აშშ-ში ცხოვრობს სანიკიძის ფეისბუქ გვერდზე, „ვაშინგტონ პოსტის“ სტატია გააზიარა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღება მოსკოვის გამარჯვებაა. საპასუხოდ სანიკიძე სტეფანიას, ასეთი პოსტით დაესხა თავს - „შენ ქართველობაზე არ მომაყოლო ვოვა, დაგინდობ...“.

"რუსული კანონის" ერთ-ერთი მხარდამჭერი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე, კრიტიკაზე ასე პასუხობს
"რუსული კანონის" ერთ-ერთი მხარდამჭერი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე, კრიტიკაზე ასე პასუხობს

XS
SM
MD
LG