ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბიძინა ივანიშვილს სურს, მუდამ დარჩეს ხელისუფლებაში“


რუსული კანონის მოწინააღდეგები შსს-ს სპეცრაზმის წინააღმდეგ
რუსული კანონის მოწინააღდეგები შსს-ს სპეცრაზმის წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილი ღია ესკალაციაზე მიდის საკუთარ მოსახლეობასთან. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მიერ პარლამენტში ხელმეორედ დაბრუნებულ ე.წ აგენტების კანონს, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი პროტესტი მოჰყვა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროტესტის აგორებულ ტალღას, საკუთარი კონტრაქცია დაუპირისპიროს. ერთი კვირაა, მმართველი ძალა რეგიონებიდან თბილისისკენ, საჯარო სექტორში დასაქმებულების მობილიზაციას ახდენს.

28 აპრილს, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ, 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა
28 აპრილს, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ, 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

საით მიჰყავს საქართველო და რას სურს სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, მაინც აპირებს, პარლამენტს რუსული კანონი მიაღებინოს - ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს ბაკურ კვაშილავას ესაუბრა:

საით მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა? სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-ევროკავშირთან ურთიერთობის მიზანმიმართული გაფუჭება; დაახლოება ჩინეთთან-უნგრეთთან და რუსეთთან; რუსული კანონის ხელახლა შემოგდება; ლგბტ უფლებების შემლახავი სამარცხვინო კამპანიის დაწყება; მომიტინგეების დარბევა; პოლიციის მიერ პარლამენტის დეპუტატის სასტიკი ჯგუფური ცემა და ბოლოს, ევროკავშირის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი რომ თუ, რუსული კანონი იქნება მიღებული, უვიზო რეჟიმი შეჩერდება და პრაქტიკულად, ევროკავშირის კარი იკეტება...

ის, რომ ივანიშვილი მუდმივად და გარანტირებულად იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს მისი ფინანსური და სხვა ტიპის უსაფრთხოება, ამის მისაღწევად, ივანიშვილი მზად არის რომ კომპრომისზე წავიდეს საქართველოს ინტერესებთან მიმართებაში

მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი არის ლოგიკური გაგრძელება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და „ოცნების“ გასაღები არის, თან ძალიან მარტივი და თან, შეიძლება რთულად აღსაქმელიც.

ამ ყველაფრის გასაღები ძევს იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილს სურს მუდამ დარჩეს ხელისუფლებაში. ამისთვის, ის მზად არის, რომ ქვეყნის ინტერესები ნებისმიერ სხვა ძალას დაუქვემდებაროს, იქნება ეს რუსეთი, იქნება ეს ჩინეთი თუ ევროკავშირი.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს რომელიმე ამ ერთ ძალაზე იყოს დამოკიდებული, იმიტომ, რომ ეს მის ძალაუფლებას შეზღუდავდა. არა! ის უბრალოდ ცდილობს, რომ ყველა ეს დიდი ძალა, როგორიც არის დასავლეთი, ჩინეთი და რუსეთი, შეძლებისგვარად გამოიყენოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავისას მიაღწიოს.

ის, რომ „ქართული ოცნება“ და „ოცნების“ საშუალებით თავად ივანიშვილი მუდმივად და გარანტირებულად იყოს საქართველოს ხელისუფლებაში. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს მისი ფინანსური და სხვა ტიპის უსაფრთხოება, ამის მისაღწევად, იგი მზად არის, რომ კომპრომისზე წავიდეს საქართველოს ინტერესებთან მიმართებაში.

რითი ხსნით პროცესების ერთგვარ ფორსირებას ივანიშვილი მხრიდან, რაც მოჰყვა მის "მესამე" თუ "მეოთხე", უკვე ამერია, „მობრუნებას პოლიტიკაში“. თითქოს, „ოცნებას“ აშკარად უკეთესო სასტარტო პირობები ჰქონდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ოპოზიცია იყო სუსტი, საზოგადოება გარკვეულწილად ინდეფერენტული. დღეს კი სახეზეა სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი შეკავშირება, სულ უფრო მეტად მზარდი სტუდენტური პროტესტი და ღია ზეწოლა დასავლეთიდან... ანუ რაზე გააკეთა გათვლა ივანიშვილმა?

თქვენი კითხვიდანაც გამოჩნდა პასუხი, რომელიც აქამდე არავინ ვიცოდით. შესაძლოა ყველაზე უკეთესი ახსნა ბიძინა ივანიშვილის ახლანდელი „დაბრუნების“, ეს „მესამე დაბრუნებაა“, თუ არ მეშლება, იყო სწორედ ის რომ მას ჰქონდა პირადად გადაწყვეტილი, ეს რუსული კანონი დღის წესრიგში დაებრუნებინა. და ეს, უდიდეს რისკებთან იყო დაკავშირებული. იმიტომ, რომ ეს იყო, კანონპროექტი, რომელიც შარშანდელი დიდი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით გაიწვია უკან, ჩააგდო და საჯაროდ დადო პირობა, რომ არასოდეს ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდა.

ჩვენ რომ შევხედოთ დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკურ ლიდერებს და წარმოვიდგინოთ, ასეთი ჰიპოთეტური სიტუაცია, რომ მათი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერები, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, გამოეყვნენ „ოცნებას“ და შექმნეს ცალკე პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი 2%-საც კი ვერ შეაგროვებენ, თუ ივანიშვილი არ იქნება მათ გვერდში. ამიტომ, აუცილებელი იყო ივანიშვილის დაბრუნება. მით უმეტეს, ისეთ სიტუაციაში, როცა აპირებდნენ სიტყვის გატეხვას და ამ რუსული კანონის უკან შემობრუნებას

ანუ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ცალსახად, თვალნათლივ, ცხადად, გაეტეხა სიტყვა „ქართული ოცნების“ სახელით, იმიტომ, რომ ეს რუსული კანონი გაეტანა. ასეთ გადაწყვეტილებას ბუნებრივია, რომ თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და მან ჩათვალა, მე ვიტყოდი, რომ სწორად ჩათვალა, რომ შეუძლებელი იქნებოდა, პირადად მისი დაბრუნების გარეშე, რამეს გადაეწონა ის მოვლენა, რასაც ერთი წლის წინ დადებული სიტყვის გატეხვა ჰქვია. მით უმეტეს, ისეთი კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

ამიტომ ჩანს, ეს „მესამე დაბრუნება“ არა, რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი მოვლენა, არამედ, როგორც ერთადერთი სწორი გზა „ქართული ოცნებისთვის“, რომ როგორმე, აი, ამ პოლიტიკური, უზარმაზარი რისკისთვის მოეძებნათ რაღაც გამოსავალი.

ახლა, რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო ივანიშვილის დაბრუნება საჭირო? ჩვენ რომ შევხედოთ დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკურ ლიდერებს და წარმოვიდგინოთ, ასეთი ჰიპოთეტური სიტუაცია, რომ მათი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერები, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, გამოეყვნენ „ოცნებას“ და შექმნეს ცალკე პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი 2%-საც კი ვერ შეაგროვებენ, თუ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება მათ გვერდში.

რაც არის, სხვათა შორის, განსხვავებული სიტუცია, „ოცნების“ წინა ლიდერებისგან, როგორიც იყო და არის, მაგალითად, გიორგი გახარია. რაც არ უნდა იძახონ, და, ვერ შეძლეს ეს რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაწებონ გახარია, ფაქტია, რომ ის აღმოჩნდა პოლიტიკური ძალა და ფიგურა, რომელმაც ერთ-ერთ არჩევნებში, სადღაც 8-9% აიღო.

ახლა წარმოიდგინეთ, „ოცნების“ დღევანდელ ლიდერებს, ბიძინა ივანიშვილის გარდა, შეუძლიათ თუ არა მსგავსი რაღაცის გაკეთება? არ შეუძლიათ! ვინაიდან, არ შეუძლიათ და მათ ცალკე ხალხის ნდობა არ გააჩნიათ, აუცილებელი იყო ამიტომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.

მით უმეტეს, ისეთ სიტუაციაში, როცა აპირებდნენ სიტყვის გატეხვას და ამ რუსული კანონის უკან შემობრუნებას, რომლის გატანაც ვერ შეძლეს წინა წელს და საქართველოს საზოგადოებრიობასთან ბრძოლაში დამარცხდნენ.

ევროკავშირის რეზოლუციაში ღიად ჩაიწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, თუ რუსული კანონი იქნება მიღებული. წინა წლებში, როცა სანქციებზე იყო საუბარი, ბევრი ანალიტიკოსი, მათ შორის, თქვენც ფიქრობდით, რომ მხოლოდ გარედან ივანიშვილის სანქცირება, რეჟიმს ვერ გადატეხავდა. დღეს რამდენად არის შეცვლილი ეს ვითარება? რამდენად პრობლემური შეიძლება ეს სანქციები აღმოჩნდეს ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის? თავად ივანიშვილი ირწმუნება, რომ "უკვე დიდი ხანია სანქცირებულია", მაგრამ მაინც..

ყველაზე მთავარი არის, მაინც ასე ვიტყოდი, ამ სანქციებს რა ეფექტი ექნება საქართველოს მოსახლეობაზე ანუ ქართველ ამომრჩეველზე, მით უმეტეს არჩევნების წინ. დღეს ერთადერთი რამე არის ცხადი. მოსახლეობის 70%-თვის, ევროინტეგრაცია, ევროკავშირში გაწევრიანება, დასავლეთისკენ სვლა არის პრიორიტეტი. ამ 70%-ში ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას.

როგორც კი ცხადად დაფიქსირდება და დაფიქსირდა, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის ანუ უვიზო რეჟიმის გადახედვა, მისი შეჩერება, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი სეგმენტი ხმას არ მისცემს

ამიტომ, როგორც კი ცხადად დაფიქსირდება და დაფიქსირდა, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის ანუ უვიზო რეჟიმის გადახედვა, მისი შეჩერება, უკვე არ რჩება ორი აზრი იმასთან დაკავშირებით რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის ევროკავშირთან დაახლოების და გაწევრიანების წინააღმდეგი. როგორც კი ეს მოხდება, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი სეგმენტი ხმას არ მისცემს.

ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილებები, ასეთი რეზოლუციები ძალიან დიდი გავლენის მქონეა „ოცნების“ ლიდერების გადაწყვეტილებაზე, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის კალკულაციაზე, თუ, რა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე, ამ ნაბიჯებს პირდაპირი ეფექტი, შედარებით ირიბათ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, სანქცირებასაც თავისი დამოუკიდებელი გავლენა გააჩნია.

მაგრამ, მთავარი მაინც ის არის, რომ თუ გამყოფი ხაზი, რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა მისცე ან არ უნდა მისცე ხმა, გავა იმაზე, რომ აქ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი დგას, აი, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგება და მას აუცილებლად მოუწევს კურსის შეცვლა.

იმიტომ, რომ მან მიუხედავად, საკუთარი პროპაგანდისა, „ხალხის ძალის“ შექმნისა, საქართველოს „ჩაურევლობის პრინციპის“ წინა წამოწევისა, "სუვერენიტეტის" ვითომ წინ დაყენებისა, ვერ შეძლო საკუთარ ამომრჩეველშივე დაემარცხებინა აზრი, რომ ევროკავშირის არის პრიორიტეტი და არა რაიმე სხვა.

„ქართული ოცნების“ ყველაზე მძაფრი რეაქცია ევროკავშირის რეზოლუციის სწორედ იმ ნაწილს მოყვა, სადაც უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი. საკუთარი მომხრეების დასაწყნარებლად, „ოცნება“ ტყუილის დაუფარავ პროპაგანდასაც არ ერიდება, რომ თითქოს, ევრორეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“ და „უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება“. რამდენი ხანი იმუშავებს ეს ტყუილი?

ტყუილი რასაკვირველია მუშაობს, მაგრამ დღევანდელ ეპოქაში, მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. ვინაიდან, არჩევნები არის ძალიან შორს, შეუძლებელია, რომ „ოცნება“ ამ ნარატივზე დარჩეს. უკვე მოხდა მისი უარყოფა, უკვე მივა მის ამომრჩევლამდე სიმართლე, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, უბრალო უმრავლესობით შეიძლება გადაწყდეს.

ამ ტყულის გავრცელება არის ტაქტიკური სვლა, რომ მომენტალურად არ ჩაშალოს 29 აპრილი. მთავარი დატვირთვა ამ ტყუილის, შეცდომაში შეყვანის, არის ის, რომ ის ხალხი, რომელიც ეჭვობს, ღირს თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე გამოსვლა, იქ მაინც მივიდეს

და, ვიქტორ ორბანი ვერ იქნება „საქართველოს გადამრჩენი“, გაცხადებული სოციალისტური პარტიის „ოცნების“ გადამრჩენი, რომელიც უკვე კონსერვატიულ მოძრაობაშია. ასეთი საოცრებაა. იმიტომ, რომ „ოცნების“ ამხსნელი ერთადერთი ფორმულა არის ის, რომ ეს არის აბსოლუტურად ოპორტუნისტული ორგანიზაცია, რომელიც ეკედლება ყველას, ვინც მას არ გააკრიტიკებს და არ შეუშლის ხელს ძალაუფლების კონცეტრაციაში. თუ, ეს ორბანია, ორბანის მხარეს იქნება, თუ სი ძინპინია, იქნება მის მხარეზე.

ამიტომ, ამ ტყულის გავრცელება არის ტაქტიკური სვლა, რომ მომენტალურად არ ჩაშალოს 29 აპრილი. მთავარი დატვირთვა ამ ტყუილის, შეცდომაში შეყვანის, არის ის, რომ ის ხალხი, რომელიც ეჭვობს, ღირს თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერ მიტინგზე გამოსვლა, იქ მაინც მივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ოჯახში თუ ორია დასაქმებული, საკრებულოს თავმჯდომარემ მოიწერა რომ ერთი მაინც უნდა წამოვიდესო“, ეს ინფორმაცია ჩვენ უკვე ვიხილეთ, როგორც ჩანს, „ოცნების“ მომხრეების ნაწილში, მაინც არის გარკვეული ეჭვები და მით უმეტეს, მძიმე დარტყმა იყო ამ ფონზე ეს რეზოლუცია.

ამიტომ იმედი აქვთ, რომ 29 აპრილამდე იქნება გარკვეული ბუნდოვანება და შესაძლებელი იქნება იმ რაოდენობის ხალხის მოზიდვა, ჩამოყვანა, რასაც ისინი გეგმავენ. თითო რაიონიდან, როგორც გაჟღერდა ინფორმაცია, სადღაც 800 ადამიანის მობილიზაცია არის გამოცხადებული.

პოლიცია პარლამენტის წინ პროტესტის მონაწილეებისგან "ოცნების" კონტრაქციისთვის მოწყობილ სცენას იცავს
პოლიცია პარლამენტის წინ პროტესტის მონაწილეებისგან "ოცნების" კონტრაქციისთვის მოწყობილ სცენას იცავს

„ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანა კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ თითქოს, ეს „რუსული კანონი“ „გამჭვირვალობას“ ემსახურება. თუმცა, ეს ნარატივიც არ გასდით, როცა რეალურ დისკუსიაში შედიან. შემიძლია გავიხსენო, საკომიტეტო განხილვაზე, მდინარაძე-ოხანაშვილის პოლემიკა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძესთან ან ჟურნალისტების ეთერ თურაძის და ია მამალაძის პოლემიკა პარლამენტის სპიკერ პაპუაშვილთან.

მეორეს მხრივ, ნამდვილი მიზნები ამ რუსული კანონის, ღიად გააჟღერა, „ოცნების“ ოდიოზურმა ფიგურამ, დეპუტატმა ზარქუამ. მან სამოქალაქო სექტორიდან კონკრეტული გვარები ჩამოთვალა, რომლებიც მისივე სიტყვებით, კანონის მიღების შემდეგ „გაქრებიან“. ანუ პირდაპირ თქვა, რომ კანონის რეალური მიზანი, მათთვის მიუღებელი არასამთავრობო სექტორის და კრიტიკული მედიის სრული აკრძალვა და გაქრობაა, როგორც ეს რუსეთში მოხდა. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რატომ სჭირდება ივანიშვილს სამოქალაქო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის სრული აკრძალვა? როცა „ჯიბეში უდევს“ სასამართლო, პროკუტარურა, პარლამენტი, ბიზნესი და ა.შ

სამწუხაროდ, როდესაც ძალაუფლებისადმი ასეთი ლტოლვა გაგაჩნია, რაც ყველა პოლიტიკურ ლიდერს ახასიათებს, რამდენადაც საშუალებას იძლევა, შენს გარემოში, შენს ქვეყანაში არსებული ინსტიტუციები, ცდილობ რომ ეს ძალაუფლება მაქსიმალურად მოიპოვო.

გააკონტროლე საკანონმდებლო ორგანო, აკონტროლებ აღმასრულებელ ორგანოს, კონტროლი გაქვს სასამართლოზე. გაკონტროლებული გაქვს ბიზნესის უდიდესი ნაწილი.

როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, ახლაც ბიზნესი ხელისუფლების მთავარი შემომწირველია. ის ბიზნესი, რომელსაც მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია. კონკრეტული გამონაკლისების გარდა, ნუ, იგივე 2012 წელს, თვითონ ბიძინა ივანიშვილი წავიდა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც მანამდე თავად აფინანსებდა. ძირითად შემთხვევებში, ყველა ეს სექტორი ხელისუფლების მომხრეა.

როდესაც ეს ყველაფერი გაქვს, ფიქრობ, აბა გამოწვევად რა რჩება? გამოწვევად ამ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ან კრიტიკული მედია, რომელთა ფინანსებზეც წვდომა არ გაქვს. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ თითქოს სახელმწიფო, იგივე შემოსავლების სამსახური ვერ ხედავს, რა საიდან ირიცხება და რამდენი, რაში იხარჯება. ეს ტყულია. უბრალოდ, ხელისუფლება ამ ფინანსებს ვერ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში, ასეთი პიროვნებისთვის, ასეთი პოლიტიკური ძალისთვის დგება ამოცანა, რომ ეს ფინანსები შეიზღუდოს ან მოხდეს მათი დისკრედიტაცია

როდესაც ეს ყველაფერი გაქვს, ფიქრობ, აბა გამოწვევად რა რჩება? გამოწვევად ამ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ან კრიტიკული მედია, რომელთა ფინანსებზეც წვდომა არ გაქვს. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ თითქოს სახელმწიფო, იგივე შემოსავლების სამსახური ვერ ხედავს, რა, საიდან ირიცხება და რამდენი, რაში იხარჯება. ეს ტყულია. უბრალოდ, ხელისუფლება ამ ფინანსებს ვერ აკონტროლებს.

აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში, ასეთი პიროვნებისთვის, ასეთი პოლიტიკური ძალისთვის დგება ამოცანა, რომ ეს ფინანსები შეიზღუდოს ან მოხდეს მათი დისკრედიტაცია. როგორც კი, შენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან კრიტიკულ მედიას დაარქმევ, რომ ეს არის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ იმ კონოტაციით, რომელიც საქართველოში არსებობს და ფაქტიურად, აგენტების კანონი შემოგაქვს, ცოტა სახეცვლილი, ამ ორგანიზაციებს კლავ.

ფაქტიურად ამბობ, რომ ნებისმიერი სახის კრიტიკა, რომელიც მხოლოდ ამ ორგანიზაციების მხრიდან არის შესაძლებელი, იმიტომ, რომ ერთადერთი ესენი რჩებიან, ვისაც ფინანსური დამოუკიდებლობა აქვს და არ ეშინიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ჩაჭრის ამ ფინანსურ რესურსს, ამბობ, რომ მათგან წამოსული კრიტიკა არ არის „ლეგიტიმური“ და „პასუხსაც კი არ გავცემ“, იმიტომ, რომ „ის უცხოური ძალის ინტერესებს ატარებს“.

ანუ - არ გავცემ პასუხს, პრემიერმა სამთავრობო თვითმფრინავით როგორ გააფრინა ოჯახი აშშ-ში?; არ გავცემ პასუხს, თუ რატომ არის სანქცირებული ფარცხალაძე, ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა „ქართული ოცნებისთვის“?; არ გავცემ პასუხს, თუ როგორ ხდება, რომ დეპუტატი, რომელსაც ორ ოთახიანი ბინა ჰქონდა, ოთხწლიანი ვადის ამოწურვის ბოლოს გვევლინება, როგორც მილიონერი? თან არა ერთი, არამედ რამდენიმე დეპუტატი...

როგორ ხდება, რომ ადამიანი, რომელიც „ოცნებაში“ შევიდა საეჭვო ტენდერებით ან სხვა მაქინაციებით, არაფრისგან უცებ დიდი ბიზნესმენი გახდა?! ამას უკვე პასუხსაც აღარ გავცემ!

არ გავცემ საჯარო ინფორმაციას, არ მექნება არანაირი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება! აი ეს არის ივანიშვილის მთავარი მიზანი. არ გავცემ პასუხს და ვიტყვი, რომ ეს „უცხოეთის აგენტის“ მოთხოვნაა, „ქართველ ხალხს ეს არ აინტერესებს“

ქართველ ხალხს კი არ აქვს ის ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ თავად დააფინანსოს ასეთი ორგანიზაციები. იმიტომ, რომ ის დიდწილად ჩამოკიდებულია მთავრობის „კეთილ ნებაზე“. აი, როგორც იყო აღნიშნული, ცინიკურად საკრებულოს მიმოწერებში, რომ „დასაქმებას“ „მთავრობას უნდა უმადლოდესო“...და ვინც დასაქმებული არ არის, იმას, როგორც წესი, რესურსიც არ აქვს.

რაც შეეხება, წვრილ და საშუალო ბიზნესს, მათ საკუთარი უშუალო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა. ბუნებრივია, რომ მომავალში ის წვრილი და საშუალო ბიზნესიც იქნება აღქმული, როგორც პოტენციური გამოწვევა და გამოიგონებენ, კიდევ ახალ, ახალ კანონებს და რეგულაციებს, რომელიც მათ შეეხებათ.

მაგრამ, ძირითადი იდეა მაინც ეს არის, რომ ძალაუფლება არასოდეს არ არის საკმარისი. დღეს იქნება სამიზნე - არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია, ხვალ იქნება - საშუალო ბიზნესი, ზეგ იქნება - ინდმეწარმე და მერე კიდევ, ვინ იცის ვინ...

რუსული კანონის აქტიური ლობისტი შალვა პაპუაშვილი 17 წელი ხელფასს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) იღებდა
რუსული კანონის აქტიური ლობისტი შალვა პაპუაშვილი 17 წელი ხელფასს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) იღებდა

რით ახსნით იმას, რომ რუსული კანონის პროპაგანდის ავანგარდში ივანიშვილს ჰყავს ისეთი პირები, რომლებიც წლების მანძილზე თავად წარმოადგენდნენ უცხოეთის დონორებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი 17 წელი იღებდა ხელფასს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან, პრემიერი კობახიძე - 9 წელი USAID-სა და UNDP-ში, თალაკვაძე - სოროსის ფონდში, სუბარი - „თავისუფლების ინსტიტუტში“, ეს სია ძალიან გრძელია...

ეს აიხსნება იმით, ამ წუთში ეს პირები სად არიან. ასევე იმით, რომ მათ არ აქვთ, „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი პოლიტიკური რეიტინგი, პოლიტიკური წონა.

დღეს, „ქართულ ოცნებაში“ არ არის დარჩენილი არცერთი ლიდერი, რომელსაც დამოუკიდებელი ნდობის კრედიტი, რეიტინგი გააჩნდეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან განცალკევებული იქნება

რამდენიც არ უნდა გავანაალიზოთ ეს საკითხი, ფაქტია, რომ დღეს, „ქართულ ოცნებაში“ ფაქტობრივად არ არის დარჩენილი არცერთი ლიდერი, იგივე „ხალხის ძალაშიც“, (მათაც, რა თქმა უნდა, „ოცნების“ წიაღში მოვიაზრებ) რომელსაც დამოუკიდებელი ნდობის კრედიტი, რეიტინგი გააჩნდეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან განცალკევებული იქნება. ამიტომ ისინი სრულიად ბიძინა ივანიშვილზე არიან დამოკიდებული და საზოგადოდ მას ვერ ეწინააღმდეგებიან.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ კანონთან მიმართებით, ზოგიერთ მათგანს განსხვავებული აზრი ჰქონოდა. მაგალითად, ვინმეს ეთქვა, რომ „არ არის საჭირო გარისკვა“, „ისედაც ვიგებთ 2024 წელს“, მაგრამ მათი ხმა ბიძინა ივანიშვილთან ყოველთვის სათათბიროა და არ არის ისეთი ვითარება, რომ აი, უმრავლესობით შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და ივანიშვილს აჯობო.

ანუ აქ ჩანს, ისეთი კონსტრუქცია, როცა შენ უბრალო კონსულტანტი ხარ, შენ რაღაცა რჩევა, შეიძლება მოკრძალებით შესთავაზო, მაგრამ ივანიშვილმა თუ არ მიიღო, მანდ დისკუსია მთავრდება.

ამ ფონზე, როცა „ოცნების“ მხრიდან მესამე სექტორის დაფინანსების „გაუმჭირვალეობაზე“ ხდება ისტერიულად და მიზანმიმართულად აქცენტის გაკეთება, ივანიშვილმა პარლამენტს რეკორდულ ვადაში მიაღებინა ოფშორებიდან ფულის გადმოტანის საეჭვო კანონი, რომლითაც ოფშორში გადამალულ კაპიტალს, 2030 წლამდე მოეხსნა გადასახადები, თუ ფულის საქართველოში გადმოქაჩვა მოხდება. ამ კანონპროექტის წარმდგენმა პირდაპირ თქვა, რომ კანონი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფულის გათეთრება უნდაო.

თან ამ კანონის მიღება, დროში საეჭვოდ დაემთხვა პანამაში, სკანდალურად ცნობილი იურიდიული კომპანიის „მოსაქ ფონსეკას“ წინააღმდეგ, ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლო პროცესის დაწყებას. მოგეხსენებათ, „მოსაქ ფონსეკას“ კლიენტები იყვნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, ასევე ირაკლი რუხაძე, რომელიც ოფშორული კომპანიით, „ტელე იმედს“ და სხვა დიდ ბიზნესებს ფლობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სხვები...

ივანიშვილი პრემიერის რანგში ოფიციალური ვიზიტის დროს ისრაელში, 2013 წელი
ივანიშვილი პრემიერის რანგში ოფიციალური ვიზიტის დროს ისრაელში, 2013 წელი

მე ვიტყოდი, რომ ეს ორი დამოუკიდებელი მიმართულებაა. ერთი არის, რომ შენ სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდო და როცა ამ შეზღუდვას აკეთებ, მოიფიქრო ისეთი სლოგანი, ისეთი დევიზი, ისეთი განცხადება, რომელიც ხალხისთვის "დამაჯერებელი" იქნება. და გამოჩხრიკეს, რომ ეს „გამჭვირვალობა“ იყო.

არ გაუმართლათ და ეს კარგად მომზადებული კამპანია, რომელიც არის ასეთი, „აი, გამჭვირვალობა რატომ არ გაწყობთ, თუ სუფთები ხართ და ხალხისთვის მუშაობთ“, უცებ, ტრაგიკულად შემობრუნდა მათთვის, როდესაც დაჩქარებულ რეჟიმში, ოფშორებზე ისეთი კანონის მიღება მოუწიათ, რომელიც მოპარული ფულის გათეთრებას ემსახურება

ამას ძალიან ცუდად დაემთხვა, ეს ოფშორებში მიმდინარე ამბები და გამოჩნდა, რომ „კი - გამშვირვალობას!“ და „კი - ევროპას!“ არ გამოდის, იმიტომ, რომ ოფშორებზე გაქვს უცებ კანონი მისაღები.

ანუ არ გამოვიდა კარგად. მე არ ვიტყოდი, რომ ეს ამბები ერთად მიდიოდა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, არ გაუმართლათ და ეს კარგად მომზადებული კამპანია, რომელიც არის ასეთი, „აი, გამჭვირვალობა რატომ არ გაწყობთ, თუ სუფთები ხართ და ხალხისთვის მუშაობთ“, უცებ, ტრაგიკულად შემობრუნდა მათთვის, როდესაც დაჩქარებულ რეჟიმში, ოფშორებზე ისეთი კანონის მიღება მოუწიათ, რომელიც მოპარული ფულის გათეთრებას ემსახურება. როგორც მათმა დეპუტატმა თქვა.

კი, არ მორიდებია, უბრალოდ, არ აქვს ისეთი კომპეტენცია, როგორც ჩანს ამ დეპუტატს, რომ ეს სიტყვები არ ეხმარა. მაგრამ რაზეც იყო დისკუსია, ის თქვა ღიად. არა მგონია, ამ სიტყვებისთვის მისთვის კომპლიმენტი ეთქვათ.

ის არ არის, ასე ვთქვათ, „რიგითი“ დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა...

ნუ რა ვქნათ, ასეთი ხალხი ჰყავთ, მაგაზე უკეთესები არ ჰყავთ. როგორც ჩანს, სხვა რაღაცეებს კარგად აკეთებს, ყველაფერში ემორჩილება, რაზეც ეტყვიან ხმას აძლევს. და ანგარიშვალდებულია ერთი ადამიანის და არა ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე, „ოცნებისთვის“ აქამდე მაინც, მისი დადებითი მხარეები, უარყოფით მხარეებს აღემატებოდა. ნუ ახლა, თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლეს შემდეგ არჩევნებზე, თუ ამის საჭიროება დადგა.

17-18 აპრილის დიდი პროტესტის შემდეგ, ივანიშვილმა კონტრაქციის დაფინანსება გადაწყვიტა
17-18 აპრილის დიდი პროტესტის შემდეგ, ივანიშვილმა კონტრაქციის დაფინანსება გადაწყვიტა

როგორც შარშან, ახლაც რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, ძლიერი საპროტესტო ტალღა აგორდა. განსაკუთრებით, დიდი მიტინგი იყო 17-18 აპრილს, ამდენი ხალხი თბილისში დიდი ხანია არ გამოსულა. არის ყოველდღიური პროტესტიც, რუსთაველის გამზირის გადაკეტვით.

ამის საპირისპიროდ, "ოცნებამ" კონტრაქცია დაანონსა და ვხედავთ, რომ ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ, რომ რაიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოიყვანონ. უახლესი ისტორიიდან, ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის, ასლან აბაშიძის და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოწყობილი კონტრაქციები. რა მესიჯია დღეს ეს საზოგადოებისთვის? რას ამბობს ივანიშვილი რომ ყველაფერზე წამსვლელია?

მთავარი გზავნილი, საქართველოს საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენ უნდა აღვიქვათ ეს, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ იძულებულია გამოიყენოს რეზერვი. გამოიყენოს ყველა ძალა, რომელიც აქამდე შენახული ჰქონდა. მათ შორის, ისეთი საეჭვო, სახელგატეხილი და სასაცილო რამ, რაც არის მთავრობის მიერ მიტინგის მოწყობა. საქართველოს ისტორიაში როცა მთავრობა აწყობს მიტინგს, ყოველთვის ეს მიუთითებს მის სისუსტეზე. ანუ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა თავის ძალაში დარწმუნებული არ არის.

„ქართული ოცნება“ იძულებულია გამოიყენოს რეზერვი. გამოიყენოს ყველა ძალა, რომელიც აქამდე შენახული ჰქონდა. მათ შორის, ისეთი საეჭვო, სახელგატეხილი და სასაცილო რამ, რაც არის მთავრობის მიერ მიტინგის მოწყობა. საქართველოს ისტორიაში როცა მთავრობა აწყობს მიტინგს, ყოველთვის ეს მიუთითებს მის სისუსტეზე. ანუ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა თავის ძალაში დარწმუნებული არ არის

მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი გადაიდგა. გადაიდგა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო ადგილზე რყევა „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ჩათვალეს საჭიროდ რომ ასეთი „მობილიზაცია“ აუცილებელია. ამის მიზანია, ერთი, რომ ნახონ ვინ ემორჩილებათ და ვინ არა, და მეორე - დანარჩენ მოსახლეობას აჩვენონ, რომ „აი, ჩვენ რამდენი ვართ!“ რაოდენობის თვალსაზრისით.

კონტრაქციას თავისი უარყოფითი მხარეები ყოველთვის აქვს და ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ყველაფერი ადმინისტრაციული რესურსით არის დაგეგმილი, ორგანიზებული, თავისი კონცერტით, რესტორანში კვებით, მოსახლეობის განაწილებით. შესაძლოა, ზოგჯერ - ფულის დარიგებით.

თუმცა, მათვის აქვს ის „პლუსი“, რომ შეუძლიათ ევროპელ პარტნიორებს თუ „მეტოქეებს“ ევროპარლამენტში "აჩვენონ", რომ იცით, მარტო ახალგაზრდები კი არ არიან, რომლებიც „მაქსიმუმ 9500 იყვნენ“, არამედ, აი, ჩვენი „60 ათასი მხარდამჭერი“, რომელმაც „გულანთებულმა ვერ მოითმინა“ და „დიდი ხვეწნის შემდეგ“, აი დავთანხდით და გამოვიყენეთ.

დღევანდელ პირობებში, ეს ხომ ძნელი დასაჯერებელია ფაქტია, მაგრამ ამ ნარატივს არსებობის უფლება ექნება და ამას გამოიყენებენ.

ზოგადად, რა თქმა უნდა, კონტრაქცია იმაზეც მიუთითებს, რაც თქვენ თქვით რომ აი, ჩვენ ამ კანონს, უკან აღარ გავიტანთ! თუმცა, რატო არ გაიტანენ გაურკვეველია, წინაზე თუ გაიტანეს, ახლა რა პრობლემაა რო უკან გაიტანონ ?! მით უმეტეს, რომ ევროპარლამენტმა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მათ 2024 წლის არჩევნებზე დრამატულ საფრთხეს შეუქმნის.

მაგრამ, ეს კონტრაქცია ბუნებრივია, რომ ტემპერატურას უფრო მაღლა სწევს და ამ შემთხვევაში, მთავრობა, რომელიც სტატუს-ქვოს მომხრე უნდა იყოს, იმიტომ, რომ თვითონ მთავრობაშია და დანარჩენები ოპოზიციაში, ესკალაციაზე მიდის. როგორც კი მთავრობა ესკალაციაზე თვითონ მიდის, ეს ყველა შემთხვევაში მისი სუსტი პოზიციის მაჩვენებელია.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ღიად მხარს უჭერს რუსული კანონის მიღებას საქართველოში, არის რუსეთი. ჩვენ ვნახეთ მედვედევის, ლავროვის, დუმის სპიკერის განცხადებები, რომ „ამ კანონის მიღება აუცილებელია“. დუგინის პოსტი, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“.

ბევრი ექსპერტი წინა წლებში თავს არიდებდა, ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბარს, „ოცნების“ პრორუსს ძალად გამოცხადებას. ახლა, როცა სახეზეა, რომ რუსეთთან აღდგა უვიზო რეჟიმი, ავიამომოსვლა, კიდევ უფრო გაიზარდა ეკონომიკური დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს? თუ, ის მაინც ვაჭრობს დასავლეთთან, რომ 2024 წლის მერეც დარჩეს ხელისუფლებაში?

მე მაინც მგონია, რომ ვაჭრობს, ყველა ვარიანტში ვაჭრობს. აი თვითონ, ეს განცხადებებიც, რომელიც რუსეთიდან მოდის, სწორედ ამის მანიშნებელია. ამის მანიშნებელია იმიტომ, რომ ეს განცხადებები „ოცნებას“ არ წაადგება. იმიტომ, რომ კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს, იმას, რომ „ოცნება“ ევროკავშირისგან არის დაშორებული და არის პრორუსული ძალა. ამას მნიშვნელოვანი განხეთქილება შეაქვს „ოცნების“ ამომრჩეველში.

რუსეთი უბრალოდ გახარებულია, იმით, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს და საქართველოს აშორებს, მისთვის კარგია. მისთვის აქ კოორდინაცია მეორეხარისხოვანია. აკეთოს ივანიშვილმა რაც უნდა, თუ ეს ევროკავშირს დააშორებს

მაგრამ, რუსეთს ეს არ აინტერესებს. რუსეთი უბრალოდ გახარებულია, იმით, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს და საქართველოს აშორებს, მისთვის კარგია. მისთვის აქ კოორდინაცია მეორეხარისხოვანია. აკეთოს ივანიშვილმა რაც უნდა, თუ ეს ევროკავშირს დააშორებს.

როგორც კი ეს კანონი ევროკავშირს დააშორებს, მედვედევს არ სცალია, ეხლა იქ დათვალოს, კონიუნქტურისთვის, რა წაადგება „ოცნებას“ და რა არა. გახარებულია, ამბობს, რომ „ქართველები გონს მოეგნენ“, რატომ? განა იმიტომ, რომ მაინც და მაინც დალაგებული აქვს აქაურ მთავრობასთან, არა! უბრალოდ იცის, რომ ეს კანონი საქართველოს აძევებს ევროკავშირის გზიდან. ეს არის მისთვის გადაწყვეტი, ამას კარგად ხედავს და გამოხატავს თავის სიხარულს.

სამოქალაქო საზოგადოებაზე და ოპოზიციაზე მინდა გკითხოთ. აშკარაა, რომ საპროტესტო მუხტი მძლავრია და აგორებულია, მაგრამ ხშირად მიტინგებზე მესმის რომ ორგანიზატორებს არ აქვთ გეგმა, როგორ მართონ ეს საპროტესტო ტალღა. ზოგს კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერის ხილვა არ სურს ავანგარში, ზოგს ენჯეოშნიკის, ზოგს კიდევ ვიღაცის... როგორ უნდა მოხდეს სწორად პროტესტის მართვა ასეთი სიტუაციაში, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო?

სტუდენტების პროტესტი რუსთაველის გამზირზე
სტუდენტების პროტესტი რუსთაველის გამზირზე

დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენს გვაქვს, არის ის, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერაც არ იცის, არჩევნებზე, როდესაც მივა 2024 წლის ოქტომბერში, ვის უნდა მისცეს ხმა. შესაძლოა ძალიან კარგად იცის, რომ „ოცნებას“ არ მისცემს ხმას, მაგრამ აი, ვინმე სხვას უნდა მისცეს ხმა ან ვის, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული. აი, ამაში დახმარება იქნება გადამწყვეტი იმ ხალხის მხრიდან, რომელიც დღეს „ოცნების“ მმართველობას და ძალაუფლების უზურპაციას აპროტესტებს. აი, ეს არის ერთადერთი რამ, რაც დღეს არის გადასაჭრელი.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენს გვაქვს, არის ის, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერაც არ იცის, არჩევნებზე, როდესაც მივა 2024 წლის ოქტომბერში, ვის უნდა მისცეს ხმა. შესაძლოა ძალიან კარგად იცის, რომ „ოცნებას“ არ მისცემს ხმას, მაგრამ აი, ვინმე სხვა უნდა მისცეს ხმა ან ვის, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული. აი ამაში დახმარება იქნება გადამწყვეტი იმ ხალხის მხრიდან, რომელიც დღეს „ოცნების“ მმართველობას და ძალაუფლების უზურპაციას აპროტესტებს. აი ეს არის ერთადერთი რამ, რაც დღეს არის გადასაჭრელი

მე ვთლი, ის რომ კონკრეტული გეგმა პროტესტს არ გააჩნია, შეიძლება ამ პროტესტის სიძლიერედაც ჩაითვალოს. იმიტომ რომ ჩვენ თუ, მთავრობის რესურს გავითვალისწინებთ, კონკრეტული გეგმა რო არსებობდეს, ამ კონკრეტული გეგმის დამარცხება შესაძლებელია. მაგრამ გეგმა თუ, მუდმივად იცვლება, გეგმა თუ ადაპტირებადია, თუ ეს პროტესტი მუდმივია, კონკრეტულ ორგანიზაციაზე დამოკიდებული არ არის, რაც ჩვენ დავინახეთ, როცა აქცია არ იყო გამოცხადებული, პროტესტი სხვამ მაინც გააგრძელა.

ანუ არ იქნება პროტესტი ორგანიზებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც ახლა ატარებს, მაგრამ იქნება სხვის მიერ; არ იქნება თბილისში, იქნება თელავში; არ იქნება თელავში, იქნება ზუგდიდში;

ჩემი აზრით, აი ეს არის, აქ, სწორი მიდგომა, რომელიც პირიქით, კონკრეტული გეგმის გარეშე ამბობს იმას, რომ ახლანდელი სიტუაცია მიუღებელია, თქვენი პოლიტიკა მიუღებელია, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეთ, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, უფრო უარესად და უარესად მართავთ ქვეყანას.

ვერ გაგირკვევიათ, თუ, რა არის თქვენი კერძო და ქვეყნის პრიორიტეტი, რაც არის ცენტრალური საკითხი ამ შემთხვევაში. მაგრამ გადასაჭრელი დარჩა ის საკითხი, მე რომ მივალ არჩევნებზე, ვის უნდა მივცე ხმა?!

აი, როგორც კი ეს საკითხი გადაიჭრება და ჩვენ არ გვეყოლება, ის 40%, რომელიც ამბობს რომ არ ვიცი ვის მივცე ხმა. მაშინ ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წელს, ვეღარ მიიღებს იმ უმრავლესობას, რომელიც მისთვის საკმარისი იქნება რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს.

შესაძლოა, ამ პროტესტმა, განგრძობითმა პროტესტმა თანდათან გამოკვეთოს, ამ 40%-ის, ამ ხალხის ინტერესები და თანდათან მიაღებინოს მას გადაწყვეტილება, რომელ ძალას დაუჭერს მხარს. ყველაზე ცუდი იქნება, რომ არცერთს არ მისცეს ხმა და უბრალოდ მივიღოთ, ისევ „ოცნება“, დაბალი აქტივობის ფონზე, მაგრამ ჯერჯერობით, ამის ალბათობა, მცირდება და მცირდება.

ვიცი, რომ ოპოზიციაში ყველა ითვალისწინებს ამ გამოწვევას. რა თქმა უნდა, რთულია საკუთარი ამბიციის გადალახვა და კომპრომისზე წასვლა. იმიტომ, რომ ამბიციების გარეშე არ არსებობს პოლიტიკოსი და ლიდერი, მაგრამ ისინი თანდათან უფრო იაზრებენ იმას, რომ თუ, კი არ მოხდა გარკვეულ კომპრომისზე წასვლა, შედეგი უფრო უარესი იქნება. მე მგონია, რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხზე და მათ შორის, ჩვენ უფრო ნაკლებ და ნაკლებ შიდა კონფლიქტებს ვხედავთ.

პოლიცია დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სასტიკად გაუსწორდა, ოპოზიციონერის ჯგუფური ცემისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა
პოლიცია დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სასტიკად გაუსწორდა, ოპოზიციონერის ჯგუფური ცემისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა

ასობით არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ არ დაემორჩილება ხელისუფლების მოთხოვნას, არ დაიწერს, შეურაცხმყოფელ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტს“, არ ჩაეწერება „აგენეტების რეესტრში“ და არ გადაიხდის ჯარიმას, ეს ხელმოწერები კიდევ გრძელდება..და, თუ ივანიშვილი წავიდა „ვა ბანკზე“ და მაინც მიაღებინა თავის მორჩილ უმრავლესობას რუსული კანონი, რა პროცესები შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს?

ეს არის ფაქტიურად, თავისუფალი სიტყვის დასამარება, დამოუკიდებელი კრიტიკული აზრის და შესაბამისად, დემოკრატიის იმ მცირე ხარისხის, რაც დღეს საქართველოში გვაქვს

ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს მაშინ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა წააგოს „ოცნებამ“. ამ კანონს მყისიერი გავლენა არჩევნებამდე, ბუნებრივია არ ექნება. არჩევნებამდე, შეიძლება ნებისმიერმა ორგანიზაციამ, დონორის დახმარების გარეშე, მოხალისეობრივად იმუშაოს.

უბრალოდ, ეს იქნება ისეთი ვა-ბანკი, რომ აბსოლუტურად ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს კანონი მაშინვე შეიცვალოს, როგორც კი სათავეში ახალი ხელისუფლება მოვა.

იმიტომ, რომ ეს არის ფაქტიურად, თავისუფალი სიტყვის დასამარება, ეს არის დასამარება თავისუფალი, დამოუკიდებელი კრიტიკული აზრის და შესაბამისად, დემოკრატიის იმ მცირე ხარისხის, რაც დღეს საქართველოში გვაქვს.

თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში პროტესტი არ წყდება
თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში პროტესტი არ წყდება

რა არის იმის მიზეზი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ვირჩევთ, შემდეგ არ სურს, რომ არჩევნებით გადაირჩიონ, პირიქით, აბსოლუტური და უკონტროლო ძალაუფლებისკენ მიიწევს, მოწადინებულია ყველა ოპონენტი გაანადგუროს. რისი ბრალია ეს? რატომ ვერ გავიზარდეთ, როგორც საზოგადოება, ერი, სახელმწიფო? თუ, ეს 33 წელი, რაც რუსულ-საბჭოთა-კომუნისტურ უღელს დავაღწიეთ თავი, ამისთვის საკმარისი დრო არ არის?

მთავრობისგან როდესაც დამოუკიდებელი არა ხარ, დამოკიდებული ხარ ან ტენდერებზე, ან დასაქმებაზე ან სოციალურ დახმარებაზე, ამიტომ, ვინც არის მთავრობაში, მას განუზომელი უპირატესობა გააჩნია

საკმარისიც არის და არც არის საკმარისი, როგორც ჩანს. მე მაინც ეკონომიკურ საფუძველს დავუბრუნდებოდი. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ეკონომიკურად დამოუკიდებელი მთავრობისგან. მთავრობისგან როდესაც დამოუკიდებელი არა ხარ, დამოკიდებული ხარ - ან ტენდერებზე, ან - დასაქმებაზე ან - სოციალურ დახმარებაზე, ამიტომ, ვინც არის მთავრობაში, მას განუზომელი უპირატესობა გააჩნია, დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაში.

ის იგებს არა მარტო საპარლამენტო, არამედ ადგილობრივ არჩევნებს; იგებს მერების არჩევნებს. აკომპლექტებს პოლიციას, საბოლოო ჯამში, აკომპლექტებს სასამართლოს, აკომპლექტებს აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას.

როდესაც ხელისუფლების და ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ერთი ძალის ხელში ხვდება, მერე უკვე ძნელია მასთან ბრძოლა, ძნელია შეეწინააღმდეგო, ის ეცდება, ხელისუფლების მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინოს.

2012 წლის სექტემბერი, ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ლოცვის დროს
2012 წლის სექტემბერი, ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ლოცვის დროს

მე ვთვლი, რომ სიღარიბის დაძლევასთან, ეკონომიკის განვითარებასთან, დივერსიფიკაციასთან ერთად, მთავრობას თანდათან უფრო გაუჭირდება სცადოს ხელისუფლების კონცენტრაცია. მაგრამ, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ისიც, რომ წამოვიდეს ისეთი თაობა, რომლისთვისაც ნელ-ნელა ნორმად გადაიქცევა, რომ ხელისუფლება შეიძლება დანაწილებული იყოს, რომ შეიძლება, გორი ერთი პარტიის მმართველობის ქვეშ იყოს და ქარელი - მეორე პარტიის ხელში.

2012 წელს, როდესაც ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში და კითხეს, როგორი იქნება ანგარიშვალდებულების მექანიზმი ახალ მთავრობაში? მან თქვა, რომ ის იქნება პირადად, დემოკრატიის გარანტი! ფაქტიურად გვეუნებოდა, რომ მე გაჩუქებთ თქვენ დემოკრატიას! არ გამოუვიდა...

ასეთი რამ, ჯერ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში არ ჩამოყალიბდა. ყველას წალენჯიხა გვიკვირს, აი რა ხდება? როგორ მოხდა? რა სასწაულია?! ამ დროს, ეს უნდა იყოს ნორმა. აი, როგორ უნდა გახდეს ნორმა? უნდა გახდეს იმით, რასაც ვაკეთებთ, მუდმივი ბრძოლით, თავისუფლების არდათმობით და იმის დაჯერებით, რომ თავისუფლება და დემოკრატია არ შეიძლება ადამიანმა გაჩუქოს. ეს უნდა მოიპოვო.

2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში და კითხეს, როგორი იქნება ანგარიშვალდებულების მექანიზმი ახალ მთავრობაში, მან თქვა, რომ ის იქნება პირადად, დემოკრატიის გარანტი. ფაქტიურად გვეუბნებოდა, რომ მე გაჩუქებთ თქვენ დემოკრატიას! აი, როგორც ახლა ჩანს, არ გამოუვიდა.

არ გამოდის, რომ აი, ასე, ერთმა ადამიანმა, ხელაღებით, თვითონვე თქვას უარი ძალაუფლების მაქსიმალურ კონტროლზე. ადამიანის ბუნებაა ასეთი, რომ ამის წინააღმდეგ მიდის. შესაძლოა, მას მართლაც ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ, მერე რო დაფიქრდა, თქვა, რომ, აი როგორც მისი მომხრეები ამბობენ, „აბა, მე რო ეს დავთმო, მერე ხომ ეს მოვა, მერე ის იმას იტყვის და პრობლემები იქმნებაო“. მისი თვალთახედვიდან, უფრო უსაფრთხოა და უფრო გარანტირებულია, თუ ყველაფერს თვითონ გააკონტროლებს.

ამიტომ, ეს ბრძოლა მართლა მუდმივია. თავისუფლება მართლა არ მოდის ისე, თავისუფლება მოდის მხოლოდ ბრძოლით და ჩვენ თუ არა დავიცავით, ჩვენი უფლებები, ეს უფლებები შემცირდება, შემცირდება და ბოლოს სრულიად გაქრება.

ბაკურ კვაშილავა, პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი
ბაკურ კვაშილავა, პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG