იაპონიის პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის განცხადებით, ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა კვლავაც არასტაბილურია.
უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, 11 მარტის მიწისძვრამ ამ სადგურის ერთ-ერთი რეაქტორი სერიოზულად დააზიანა.
იაპონიის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა, მაშინ როდესაც სულ უფრო იზრდება ბირთვული რეაქტორიდან გამოჟონილი რადიაციის დონე.
ნაოტო კანმა მადლობა უთხრა იმ მაშველებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობის დროს.