ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის მთავრობა ალ-შაბაბის გადაწყვეტილებას გმობს


სომალის მთავრობა ალ-შაბაბის გადაწყვეტილებას გმობს

გაეროს მიერ აღიარებულმა სომალის მთავრობამ დაგმო მეამბოხეთა ორგანიზაცია ალ-შაბაბის გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებს აუკრძალა მის დაქვემდებარებაში მყოფ შიმშილობით მოცულ პროვინციებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.

სომალის პრემიერ-მინისტრმა აბდიველი მოჰამედ ალიმ ალ-შაბაბის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, რომ ის ადამიანებს არ აძლევს გვალვისგან გამოწვეული სტიქიური უბედურების ზონიდან გასვლის საშუალებას.

სომალის მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან ერთად, მეამბოხეთა წინააღმდეგ სამხედრო დახმარებასაც თხოვს. როგორც ჩანს, აფრიკის კავშირის მიერ სომალიში გაგზავნილი 8 ათასი ჯარისკაცი არ არის საკმარისი ალ-შაბაბის მეომართა წინააღმდეგობის დასაძლევად.

თავად ალ-შაბაბის წარმომადგენლები გაეროს ამ ინიციატივას იაფფასიან პროპაგანდას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის გაზვიადება პოლიტიკური მოსაზრებებით ხდება.

XS
SM
MD
LG