ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ეგვიპტიდან ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს


აშშ ეგვიპტიდან ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს
აშშ ეგვიპტიდან ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

ამერიკელებს ქაიროდან ევროპაში -სავარაუდოდ ათენში, სტამბოლსა და ნიქოზიაში გადაიყვანენ.

მსოფლიოს მთავრობები ჩარტერულ ავია-რეისებს ნიშნავენ, იმისათვის, რომ ათასობით მოქალაქე ეგვიპტიდან ევაკუაციის მიზნით გამოიყვანონ.

ამ წუთებში ქაიროს აეროპორტში უცხოეთის ათასობით მოქალაქეა შეკრებილი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტიდან ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაცია დღეს დაიწყო.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკელებს ქაიროდან ევროპაში - სავარაუდოდ ათენში, სტამბოლსა და ნიქოზიაში გადაიყვანენ.

რუსეთის იტარ ტასის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოსკოვი მზად არის რუსეთის მოქალაქეების ეგვიპტიდან საევაკუაციოდ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად ასეთი განცხადება არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG