შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დღეს მოლდოვაში ვიზიტით სამი ქვეყნის ტური დაასრულა.
მოლდოვაში ეს უმაღლესი რანგის ამერიკელი სახელმწიფო მოხელის პირველი ოფიციალური ვიზიტი გახლდათ უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ამ სტრატეგიული ნაბიჯით დასავლეთი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის მხარს უჭერს მოლდოვაში რეფორმების აუცილებლობას და მის ევროპასთან ინტეგრაციის მცდელობას.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ევროპული ტური ფინეთიდან დაიწყო. გუშინ ის რუსეთში იმყოფებოდა და ოფიციალურ პირებს უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად პოლიტიკური რეფორმების გატარების აუცილებლობაში არწმუნებდა.