ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ეგვიპტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს


ისრაელი ეგვიპტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ისრაელი ეგვიპტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ეგვიპტის მთავრობაში ოპოზიციური მუსლიმანთა საძმოს მოსვლის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდება.

ეგვიპტეში შექმნილი სიტუაცია ისრაელის შეშფოთებას იწვევს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ კრიზისს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ 1979 წელს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება ძალაში დარჩება.

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პრეცესის მიმდინარეობის დროს, ისრაელსა და არაბული სამყაროს დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა.

ისრაელი შიშობს, რომ ეგვიპტის მთავრობაში ოპოზიციური მუსლიმანთა საძმოს მოსვლის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდება.

ამ შემთხვევაში ისრაელს ახალი თავსატეხი გაუჩნდება, რადგან მას უკვე აქვს პრობლემები ლიბანურ „ჰეზბოლასთან“ და ღაზას სექტორში მოქმედ „ჰამასთან.“

XS
SM
MD
LG