ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსანი ისრაელში ჩავიდა


აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსანი ისრაელში ჩავიდა

ისაელის მთავრობა მზადაა აშშ-ს სამხედრო მეთაურთა გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს მარტინ დემფსის საკუთარი გეგმები გააცნოს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის საწინააღმდეგო სამხედრო სტრატეგიას ეხება.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი ისრაელში იმ მიზნით ჩავიდა, რომ პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ შიმონ პერესს და მთავრობის წევრებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ესაუბროს.

ისრაელის მთავრობა მზადაა აშშ-ს გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს მარტინ დემფსის საკუთარი გეგმები გააცნოს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის საწინააღმდეგო სამხედრო სტრატეგიას ეხება.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, ბირთვული იარაღის მქონე ირანი ისრაელის სახელმწიფოსთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა შეერთებული შტატები და ისრაელი სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე ჯერჯერობით თავს იკავებენ.

ამერიკის მთავრობამ ოფიციალურად მოუწოდა ისრაელს სამხედრო ოპერაციაზე უარი თქვას და დიპლომატიური გზებით სიტუაციიდან გამოსავალი გზები მოძებნოს, თუმცა ირანი დაწესებულ სანქციებს უგულვებელყოფს და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს.

XS
SM
MD
LG