ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ირანს ემბარგოს უწესებს


ევროკავშირი ირანს ემბარგოს უწესებს

ევროპის 27 სახელმწიფო ემბარგოზე შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ ემბარგო დააწესონ ირანის ნავთობის ექსპორტზე.

ბრუსელში შეკრებულმა ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ ერთხმად განაცხდა, რომ ეს ღონისძიება ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ არის მიმართული.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კორდინატორის კეტრინ ეშტონის განცხადებით: “ჩვენ ირანის ნავთობის ექსპორტზე დამატებითი სანქციების შემოღების საკითხი დავამტკიცეთ, რათა ირანის ხელისუფლებამ სერიოზულად განიხილოს ჩვენი მოთხოვნები.“

დეტალებს ემბარგოს განხორციელების შესახებ ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააზუსტებენ.

ირანული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო რამდენიმე თვეში შევა ძალაში.

XS
SM
MD
LG