ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის ახალი პრემიერი მთავრობის შემადგენლობას წარადგენს


იტალიის ახალი პრემიერი მთავრობის შემადგენლობას წარადგენს
იტალიის ახალი პრემიერი მთავრობის შემადგენლობას წარადგენს

ახალმა მთავრობამ საბიუჯეტო ხარჯები უნდა შეკვეცოს და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ჩიხიდან გამოყვანოს

იტალიის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი მზადაა ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინოს.

ახალი პრემიერი პრეზიდენტ ნაპოლიტანოს ოთხშაბათს ფიცის დადების ცერემონიამდე შეხვდება.

აღსანიშნავია,რომ სამშაბათს მარიო მონტიმ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ მალე იტალია რთული ეკონომიკური კრიზისიდან გამოვა.

იტალიის პრემიერ მინისტრი და მთვარობა საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგანან. მათ ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეკვეცონ და ქვეყანა საგარეო ვალებით გამოწვეული შესაძლო დეფოლტისგან იხსნან.

ხვალ, ასევე, მნიშვნელოვანი დღეა საბერძნეთის პარლამენტშიც. კანონმდებლებმა ევროკავშირთან შეთახმებულ კანონს უნდა უყარონ კენჭი.

როგორც საბერძნეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არა 11 მილირდიანი დაფინანსება, საბერძნეთი ეკონომიკურ კრახს ვერ აცდებოდა.

XS
SM
MD
LG