ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიო მონტი რომის პაპს შეხვდა


მარიო მონტი რომის პაპს შეხვდა
მარიო მონტი რომის პაპს შეხვდა

რეფორმის გეგმამ სენატის ნდობა 281 ხმით 25-ის წინააღმდეგ საკმაოდ იოლად მოიპოვა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო მონტი, პარლამენტში დანიშნულ მეორე ფარულ კენჭისყრამდე რომის პაპ - ბენედიქტ მეთექვსმეტეს შეხვდა. სახელდახელო შეხვედრა, რომლის დეტალებიც არ ხმაურდება, რომის აეროპორტში პაპის აფრიკაში გაფრენამდე შედგა.

გუშინ პრემიერის მიერ წარმოდგენილმა რეფორმების გეგმამ, რომელმაც იტალია კრიზისული მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს, სენატის ნდობა 281 ხმით 25-ის წინააღმდეგ საკმაოდ იოლად მოიპოვა.

მარიო მონტი იტალიელ ხალხს მკაცრი რეფორმების გატარებას პირდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სქემებს მოიცავს.

პრემიერის განცხადებით, ახალი მთავრობა ქალების და ახალგაზრდების დასაქმებით საჯარო სამსახურის სრულყოფას და რიგ საგადასახადო ცვილებებს ისახავს მიზნად. მათ შორის იქნება დამსაქმებელ ორგანიზაციებზე გათვალისწინებული შეღავათები და კერძო ქონებაზე წარსულში არსებული არაპოპულარული საგადასახადო ნიხრის აღდგენა, რომელიც თავის დროზე სილვიო ბერლუსკონიმ გააუქმა.

XS
SM
MD
LG