ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის მთავრობა საგანგებო ზომებს მიმართავს


იტალიის მთავრობა საგანგებო ზომებს მიმართავს

ღონისძიებები მოიცავს საბიუჯეტო დანახარჯების დაუყოვნებლივ შეკვეცას და გადასახადების დროულად ამოღებას

იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისმა მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ფინანსური კრიზისის მოგვარებაზეა გათვლილი. საგანგებო ზომების პაკეტის მთლიანი ღირებულება 40 მილიარდს დოლარს შეადგენს. მარიო მონტის განცხადებით, საგანგებო ღონისძიებები მოიცავს საბიუჯეტო დანახარჯების დაუყოვნებლივ შეკვეცას და გადასახადების დროულად ამოღებას. მარიო მონტის გადაწყვეტილებით, ერთერთი ასეთი პირველი ნაბიჯი მისი ხელფასის შემცირება იქნება.მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარდეგინება.

XS
SM
MD
LG