ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია რეფორმებისთვის ემზადება


იტალია რეფორმებისთვის ემზადება
იტალია რეფორმებისთვის ემზადება

ცვლილებები იტალიურ კანონმდებლობაში მიზნად 2.6 ტრილიონი საგარეო ვალის მოვლას და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად და ქვეყანაში რადიკალური რეფორმების გასატარებლად მკაცრი ზომების მთელი პაკეტი დაამტკიცა.

თუკი სენატის მიერ მიღებულმა რეფორმებმა ხვალ ქვედა პალატაც ისეთივე წარმატებით გაიარა, იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, 8 ნოემბერს გაკეთებული საკუთარი განცხადების საფუძველზე, უნდა გადადგეს. რითაც ის პრაქტიკულად ახალ მთავრობას, ევროკავშირს და საერთაშორისო ინვესტორებს დაუთმობს გზას.

ცვლილებები იტალიურ კანონმდებლობაში მიზნად 2.6 ტრილიონი საგარეო ვალის მოვლას და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ ევროზონის ზომით მესამე ეკონომიკას საბერძნეთისმაგვარი სიტუაცია თავიდან ააცილონ. მთავრობა მეზობელ ქვეყანაში ფინანსური კრიზისის გამო უკვე შეიცვალა. ლუკას პაპადემოსმა დღეს ფიცი დადო, რის შემდეგაც ის ოფიციალურად საბერძნეთის დროებითი პრემიერ-მინისტრი და კოალიციური მთავრობის მეთაური გახდა.

XS
SM
MD
LG