ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტები ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან


პრეზიდენტები ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან

მხარეები განიხილავენ სხვადასხვა ფინანსურ საკითხებს.

მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრა ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის.

შეხვედრისას ორი ქვეყანა რამდენიმე სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მხარეები განიხილავენ სხვადასხვა ფინანსურ საკითხებს. მათ შორის გასულ წელს ჩინეთის სავაჭრო ბალანსის აშკარა ზრდას.

ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი თეთრ სახლში სამშაბათს არის დაგეგმილი . ბატონი ჯინტაო ასევე ბარაკ ობამას მშობლიურ ქალაქს ჩიკაგოსაც ეწვევა.

ჯერეჯრობით უცნობია, თუ რამდენ ეკონომიკურ თუ ფინანსურ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს პრეზიდენტები, მაგრამ ამერიკის ბიზნესისადა მთავრობის ლიდერები აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის დადებულ ხელშეკრულებათა შორის, რამდენიმე საავაციო და სასოფლო სამეურნეო დარგს შეეხება.

XS
SM
MD
LG