ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლებს ხვდება


ჰილარი კლინტონი ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლებს ხვდება
ჰილარი კლინტონი ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლებს ხვდება

ქალბატონი კლინტონი პალესტინის პრემიერ-მინისტრს სალემ ფაიადს და მის თანაშემწეს საიბ ერეკატს შეხვდება

დღეს ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლებს ცალცალკე შეხვდება, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით.

ქალბატონი კლინტონი პალესტინის პრემიერ-მინისტრს სალემ ფაიადს და მის თანაშემწეს საიბ ერეკატს შეხვდება, შემდეგ კი, ისრაელის თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაქს მიიღებს.

ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კიდევ ერთი საფრთხე დაემუქრა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლეს ისრაელის დარწმუნება, შეეჩერებინა პალესტინურ მიწებზე ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა.

XS
SM
MD
LG