ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეისბუქის დამფუძნებელი დაოჯახდა


ზუკენბერგმა ფეისბუქზე ურთიერთობის სტატუსი დაოჯახებულად შეცვალა და ქორწილის რამდენიმე ფოტოც ატვირთა.

ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ზუკენბერგმა მის მეგობარე გოგონა პრისილა ჩანზე იქორწინა და ქორწილი შესახებ ინფორმაცია პირველად საკუთარი სოციალური ქსელი - ფეისბუქით გაავრცელა.

28 წლის მილიარდერმა ქორწილი კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში მეგობრების ვიწრო წრეში გადაიხადა და ეს დღე ფისბუქის აქციების გამოცემის მეორე დღეს დაამთხვია.

ფეისბუქის აქციები ბაზარზე პირველად პარასკევს გამოვიდა, რაც უოლ სტრიტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა იყო.

ზუკენბერგისა და ჩანის მეგობრებს ეგობათ, რომ ისინი კალიფორნიის უნივერსიტეტში მიდიოდნენ პრისილას დამთავრების ცერემონიალზე, რომელმაც შაბათს სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. დანიშნულების ადგილზე მისვლისას სტუმრებს შეატყობინეს, რომ ისინი დამთავრების ცერემონიალის ნაცვლად მათ ქორწილში იყვნენ.

ზუკენბერგმა ფეისბუქზე ურთიერთობის სტატუსი დაოჯახებულად შეცვალა და ქორწილის რამდენიმე ფოტოც ატვირთა. დღეს დილას მის ფოტოებს 330 ათასზე მეტი „ლაიქი“ ჰქონდა.

XS
SM
MD
LG