ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფეისბუქი“ აქციების რაოდენობას ზრდის


სოციალური მედიის გიგანტმა „ფეისბუქმა“აქციების რაოდენობას ზრდის შესახებ განცხადება გააკეთა. რაც ინვესტორების მზარდ ინტერესს უკავშირდება. „ ფეისბუქი“ საჯარო გაყიდვებზე კომპანიის წილის 421 მილიონ აქციას გამოიტანს, რაც წინანდელთან შედარებით 25-პროცენტიან ზრდას შეადგენს.

აქციების საჯარო გაყიდვა პარასკევს, 18 მაისს იგეგმება. ფინანსისტების აზრით, მას შემდეგ, რაც აქამდე კერძო მფლობელობაში მყოფი „ფეისბუქი“ საჯარო კომპანია გახდება, მისი შემოსავალი საშუალოდ 16 მილიარდი დოლარით გაიზრდება. ამ შემთხვევაში ის ამერიკის ფინანსური ბაზრის ისტორიაში მეორე ადგილს დაიკავებს. 2008 წელს კომპანიის „ვიზა“ აქციების საჯარო გაყიდვებმა 18 მილიარდი შეადგინა. აქციების ფასი ხუთშაბათს გამოცხადდება. მათი ღირებულება 34-დან 38 დოლარამდეა ნავარაუდევი.

XS
SM
MD
LG