ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთს გერმანიასთან პარტნიორობა სურს


ჩინეთს გერმანიასთან პარტნიორობა სურს
ჩინეთს გერმანიასთან პარტნიორობა სურს

გერმანიის კანცლერი ჩინეთში სამდღიან ვიზიტს ხვალ დაასრულებს.

ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მოხარული იქნება, გერმანიასთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ კიდევ უფრო გააღრმავებით.

ჰუმ ეს განცხადება დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა. ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მერკელს განუცხადა, რომ გერმანიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ „უპრეცედენტო სიღრმეს“ მიაღწია მას შემდეგ, რაც 4 ათწლეულის წინ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიწყო.

მერკელმა ჰუს მოსაზრება გაიზიარა და აღნიშნა, რომ ევროპა ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავების მომხრეა. კანცლერი ჩინეთში სამ დღიან ვიზიტს ხვალ დაასრულებს.

XS
SM
MD
LG