ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგელა მერკელი ვაშინგრონს ესტუმრა


გერმანიის კანცლერი ამერიკაში ბერლინის კედლის დაცემის მე-20-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩამოვიდა. დღეს ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულ შეხვედრას დაესწრება.

1957 წელს, კონრად ადენაუერის შემდეგ ანგელა მერკელი პირველი ლიდერია, რომელიც კონგრესში სიტყვით გამოვა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ამერიკელ კანონმდებლების წინაშე გამოსვლა დიდი პატივია. გარდა ამისა ეს არის შანსი, რომ გერმანიამ მადლობა გადაუხადოს შტატებს -ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ქვეყნის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის.

XS
SM
MD
LG