ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ-სომხური ტრანზიტი და საქართველოს ინტერესები


სომხეთის პრემიერი კარაპეტიანი თბილისს პირველად ეწვია

სომხეთის პრემიერ მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ აღნიშნა, რომ სომხური ტრანზიტისთვის საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივა იპოვნა, თუმცა არ დააკონკრეტა რომელ მარშრუტზეა საუბარი.

ოფიციალური ერევანი უკვე წლებია უკმაყოფილოა, საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და რუსეთის კუთვნილი სატრანზიტო ტვირთების მუდმივი შეფერხებით. რაც, ხშირად, ჯვრის უღელტეხილსა და დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებით არის განპირობებული.

საერთაშორისო გადამზიდავები საქართველოს სამხედრო გზაზე
საერთაშორისო გადამზიდავები საქართველოს სამხედრო გზაზე

ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გაძლიერდა 2016 წლის ბოლოს, როცა საქართველოში, სამხედრო გზასთან ერთად, ფოთის ნავსადგურიც ჩაიკეტა და სომხეთი ნაწილობრივ სატრანსპორტო ბლოკადაში მოექცა.

ერევანი არ მალავს, რომ საქართველოს სამხედრო გზისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე საგზაო-სარკინიგზო ინფრასტრუტურას განიხილავს.

2016 წლის ზაფხულში, თბილისმა ერთხელ უკვე უარყო წინადადება სომხურ-რუსული ტვირთებისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალი ს10-ი, გორი-ცხინვალი-გუფთა -ჯავა-როკის გვირაბი გაეხსნა.

რა დაპირება მიიღო სომხეთის პრემიერმა ამჯერად თბილისში, ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის. მმართველი პარტიის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც წარსულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტში მუშაობდა, ამბობს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადატანის შესაძლებლობა არ განიხილება:

ეს არის პირდაპირ კავშირში კონფლიქტის მოგვარებასთან, დეოკუპაციასთან, იმ რეგიონების საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებთან საერთო-ეკონომიკურ ინტეგრაციასთან. ბუნებრივია, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, რკინიგზის და გზების გახსნა არ არის მიზანშეწონილი“

„ჩვენი მხრიდან ეს თემა დღის წესრიგში არ დგას, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის და ამ ეტაპზე, ამ საკითხს არ განვიხილავთ. ეს არის პირდაპირ კავშირში კონფლიქტის მოგვარებასთან, დეოკუპაციასთან, იმ რეგიონების საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებთან საერთო-ეკონომიკურ ინტეგრაციასთან. ბუნებრივია, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, რკინიგზის და გზების გახსნა არ არის მიზანშეწონილი.“

2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული, საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, „ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა“, მათ შორის, „სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა“ აკრძალულია. შესაბამისად, ექსპერტების აზრით, ამ მიმართულებით, ნებისმიერ მოლაპარაკებას, ოკუპაციის კანონის „შერბილება“ ან გაუქმება უნდა უძღოდეს.

კიდევ ერთ მნიშნელოვან წინაღობად რჩება საქართველოსა და რუსეთს შორის, 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“, რომლითაც თბილისმა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებისკენ გზა გაუხსნა.

შეთანხმების მიხედვით, ჩამოყალიბდა სამი სავაჭრო დერეფანი: ადლერი - ზუგდიდი, ჩრდილოეთ ოსეთის სოფელი ნარი - გორი და ყაზბეგი - ზემო ლარსი. ამ დერეფნებში შემავალი და გამომავალი ტვირთის მონიტორინგი კი ნეიტრალურ, კერძო, შვეიცარიულ კომპანია SGS Societe Generale de Surveillance SA-ს დაევალა, რომლის მონიტორები გორთან, ზუგდიდთან, ადლერთან და როკის გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს უნდა განლაგებულიყვნენ.

ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა როკის გვირაბის რეაბილიტაცია განახორციელა
ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა როკის გვირაბის რეაბილიტაცია განახორციელა

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რუსეთი, სოხუმთან და ცხინვალთან ერთად კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ SGS-ის მებაჟეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შემავალ-გამავალი ტვირთები აღერიცხათ, თუმცა 2017 წლის თებერვლის დასაწყისში, როგორც მოსკოვმა, ისე თბილისმა აღნიშნეს, რომ 2011 წლის შეთანხმების განსახორციელებლად „პოზიტიული ძვრები“ შეინიშნება.

ვინ დათმო და რა პირობით განახლდა მოლაპარაკება, რომლითაც რუსეთისა და საქართველოს გარდა, სომხეთიც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, ამ დრომდე, ბოლომდე ნათელი არ არის. დეპუტატი სერგი კაპანაძე, რომელიც 2011 წელს, ამ შეთანხმებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში მუშაობდა, ამბობს:

ეს შეთანხმება ეხება ყველა ტვირთს, რომელიც შედის ან გადის ამ დერეფნებში. ანუ ის არ მოიცავს მხოლოდ ტრანზიტულ ტვირთებს. თუ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ეს დათმო, შვეიცარიელი მონიტორები მხოლოდ ტრანზიტული ტვირთების აღრიცხვის გამო ჩადგებიან იქ და ეს ღალატი იქნება“

„ეს შეთანხმება ეხება ყველა ტვირთს, რომელიც შედის ან გადის ამ დერეფნებში. აქ იგულისხმება ისეთი ტვირთები, რომლებიც რუსეთიდან შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ რჩება; ან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადის რუსეთში.

ანუ ეს შეთანხმება არ მოიცავს მხოლოდ ტრანზიტულ ტვირთებს. თუ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ეს დათმო, შვეიცარიელი მონიტორები მხოლოდ ტრანზიტული ტვირთების აღრიცხვის გამო ჩადგებიან იქ, ეს ღალატი იქნება.“

დღეისათვის, სომხური ტრანზიტისთვის, საქართველოს სამხედრო გზის ერთადერთ ალტერნატივად, საბორნე გადასასვლელი ფოთი-კავკაზი რჩება, რომლითაც ტვირთები, შავი ზღვის გავლით, ქერჩის ყურეში და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ხვდება.

ეს საბორნე მარშრუტი 2005 წელს ამოქმედდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, არარენტაბელურობისა და უამინდობის გამო, პერიოდულად ჩერდება ხოლმე.

ფოთსა და კავკაზს შორის ბორანი SMAT-ი მოძრაობს
ფოთსა და კავკაზს შორის ბორანი SMAT-ი მოძრაობს

სომხეთიდან ტვირთი ფოთამდე სააქციო საზოგადოება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ ჩააქვს, რომელიც 2008 წელს, ერევანმა, 30 წლის ვადით, კონცესიის წესით, რუსეთის რკინიგზას გადასცა.

2017 წლის თებერვალში, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ განაცხადა რომ 80%-ით შეამცირა გადაზიდვის ტარიფები, ფოთი-კავკაზის საბორნე მარშრუტის დასატვირთად და ტვირთბრუნვის გასაზრდელად.

XS
SM
MD
LG