ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია ტრიპოლიში


ლიბიელები ახალი მინისტრთა კაბინეტით უკმაყოფილონი არიან

ტრიპოლში, ლიბიის ეროვნული ასამბლეის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილე შეიარაღებული პირები და დემონსტრანტები ნელ-ნელა დაიშალნენ. პროტესტის მიზეზი ახლად დანიშნული სამთავრობო კაბინეტი გახდა.
უკმაყოფილება გაჩნდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ალი ზეიდანის მიერ წარდგენილი 30 კაციანი კაბინეტი დაამტკიცა. აქციის მონაწილეთა განცხადებით კაბინეტის ზოგიერთი წევრი ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის, ვინაიდან ისსი ასოცირდებიან მუამარ კადაფის მთავრობასთან. აქცენტი საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებზე კეთდებოდა. მათი აზრით ახლად მიღებული კანონის მიხედვით, მსგავსი პირები არ უნდა შედიოდნენ ახალ მთავრობაში.

XS
SM
MD
LG