ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ეროვნულმა ასამბლეამ პრეზიდენტი აირჩია


ასამბლეა პრემიერ მინისტრს აირჩევს და ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ლიბიაში საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს

ლიბიის ახალმა ეროვნულმა ასამბლეამ ოპოზიციის ყოფილი ლიდერი მოჰამედ ალ მეღარიფი პრეზიდენტად აირჩია. მეღარიფმა 200 წევრიანი კონგრესის 113 ხმის მხარდაჭერა მოიპოვა, და ამ პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ზიდანი დაამარცხა.

ხუთშაბათის კენჭისყრა ლიბიის გარდამავალი საბჭოს მიერ ეროვნული ასამბლეისთვის უფლებამოსილების გადაბარებიდან ერთ დღეში ჩატარდა.
მოჰამედ მეღარიფი 1980-იანი წლებიდან საზღვარგარეთ ცხოვრობდა თუმცა ლიბიაში მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ დაბრუნდა. ის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უხელმძღვანელებს. ასამბლეა პრემიერ მინისტრს აირჩევს და ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ , ლიბიაში საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.
XS
SM
MD
LG