ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის გარემოცვის წევრს სასამართლო მოელის


აბდულა ალ-სანუსი სამშობლოში მართლმსაჯულებს გაექცა

ლიბიელები კადაფის დაზვერვის სამსახურის უფროსის გასამართლებას ელიან.

ოთხშაბათს, აბდულა ალ-სანუსი მავრიტანიიდან ლიბიაში ჩაიყვანეს, სადაც იგი რამდენიმე ხნის განამვლობაში იმალებოდა. პრემიერ მინისტრის აბდურაჰიმ ელ-ქეიბის განცხადებით, ტრიპოლიში ალ-სანუსი სასამართლოს წინაშე წარსდგება, რომელიც მას კადაფის მართველობის დროს ჩადენილი დანაშაულის ბრლადებას წაუყენებს.

მავრიტანიამ ალ-სანუსი მარტში დააპატიმრა, როდესაც იგი ცდილობდა სამშობლოში მართლმსაჯულებს გაქცეოდა და მავრიტანიაში გასამართლებას მოითხოვდა.

საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ და საფრანგეთმა აბდულა ალ-სანუსის ლიბიაში ექსტრადირება მოითხოვეს. სანუსის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის, მკვლელობისა და პოლიტიკური დევნის ბრალდებით გაასამართლებენ.


XS
SM
MD
LG