ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი "ამაზონთან" სასამართლო დავაში დამარცხდა


“ამაზონმა” ევროკავშირს სასამართლო დავა მოუგო იმ ორდერის თობაზე, რომლითაც კომპანიას ლუქსემბურგისთვის საგადასახადო დავალიანების დაფარვის სახით, 250 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. ეს კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდა ევროკავშირის კონკურენციის კომისიის ხელმძღვანელ მარგრეტ ვესტაგერისთვის, რომელსაც პრივილეგირებული კონტრაქტების წინააღმდეგ ჯვაროსნული ომი აქვს გამოცხადებული.

ოთხშაბათს, ევროკავშირის საერთო სასამართლომ დაადგინა, რომ ბლოკმა ვერ აჩვენა, რომ ლუქსემბურგმა ამერიკულ ინტერნეტ საცალო მოვაჭრეს განსაკუთრებული პირობები შეუქმნა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარების კანონს არღვევს.

ვესტაგერის კომისია “გასულ წელს “ეფლთან” სასამართლო დავაშიც დამარცხდა. მაშინ კომისია მოითხოვდა, რომ “ეფლს” ირლანდიისთვის 13 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო დავალიანება დაეფარა.

თუმცა ვესტაგერს მხოლოდ წარუმატებლობა არ ჰქონია. ოთხშაბათს, ფრანგულმა ენერგო კომპანია”ენჯიმ” ევროკავშირის წინააღმდეგ სააპელაციო დავა წააგო და ლუქსემბურგისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო დავალიანების დაფარვა მოუწევს.

ვესტაგერის მიერ“ამაზონის’ და ‘ეფლის” სამიზნედ ამოღება იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც საგადასახადო შეთანხმებების მოსპობისკენაა მიმართული. ასეთ შეთანხმებებს იყენებენ ევროკავშირის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ირლანდია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები, რათა დიდი კომპანიები მიიზიდონ. კონკურენციის კომისია ასეთ შეთანხმებებს უსამართლოდ მიიჩნევს.

თანხა, რომელიც “ამაზონის” საქმეში ფიგურირებდა, უმნიშვნელოა მილიარდობით დოლართან შედარებით, რომელსაც ეს კომპანია ყოველ კვარტალში იღებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება დაეხმაროს სხვა კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის საგადასახადო გამოძიებებს აპროტესტებენ.

ვესტაგერის კომისიის მიზანია შედგეს გლობალური შეთანხმება, რომელიც მრავალეროვნული კომპანიების გადასახადებით დაბეგვრას მოაწესრიგებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG