ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრინერის განაჩენის შემდეგ, რუსეთი მზადაა ამერიკასთან პატიმრების გაცვლა განიხილოს


ბრიტნი გრინერი
ბრიტნი გრინერი

აშშ და რუსეთი პატიმრების გაცვლის საკითხის განსახილვად მზადაა. მხარეებმა ამის შესახებ პარასკევს განაცხადეს. ხუთშაბათს, რუსეთში დაკავებულ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრინერს, რუსულმა სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ორგზის ოლიუმპიურ ჩემპიონს და ამერიკის ქალთა კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ვარსკვლავს, ბრალი ნარკოტიკული ნვთიერების შენახვასა და კონტრაბანდაში დასდეს. გრინერი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე, ცოტა ხნით ადრე დააკავეს და მისი საქმე გეოპოლიტიკურ მორევში მოექცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პატიმრების პოტენციური გაცვლის საკითხის განსახილველად, დიპლომატიური არხი უნდა ამოქმედდეს, რომლის არსებობაზეც, მისი თქმით, რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები მანამდე შეთანხმდნენ.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ იმ არხის ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტების, [ვლადიმირ] პუტინისა და [ჯო] ბაიდენის მიერაა შეთანხმებული. თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, კიდევ ერთხელ მიმართონ სახალხო დიპლომატიას, ეს მათი საქმეა. მე ვიტყოდი, რომ ეს მათი პრობლემაა..“ - განაცხადება სერგეი ლავროვმა კამბოჯაში ვიზიტის დროს გააკეთა.

შეერთებული შატატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მზად არის მოსკოვთან ურთიერთობა დადგენილი დიპლომატიური არხებით წარიმართოს. მისი თქმით, გრინერის განაჩენი, კიდევ ერთხულ უსვამს ხაზს, რომ ის რუსეთის მიერ უკანონოდაა დაკავებული და კიდევ უფრო ამძიმებს, მის მიმართ ჩადენილ უსამართლობას.

სპორტსმენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს, გუშინვე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მას „მიუღებელი“ უწოდა.

როცა ორ ქვეყანას შორის საუბარი პატიმრების გაცვლაზეა, იგულისხმება ამერიკელი სპორტსმენისა და რუსი იარაღის დილერის გაცვლაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში, 25-წლიან სასჯელს იხდის.

შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს წინადადება უკვე წარუდგინა და სახელმწიფო მდივანი მას „არსებით შეთავაზებას“ უწოდებს. ვაშინგტონის ძალისხმევის მიზანი, ბრიტნი გრინერთან ერთად, რუსეთში დაკავებული ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქის გათავისუფლებაა. პოლ უილანს, ამერიკის ყოფილ საზღვაო ქვეითს პატიმრობა ჯაშუშობის ბრალდებით აქვს შეფარდებული. პოლ უელანი, ბრალდებას არ აღიარებს, ვაშონგტონი კი აცხადებს, რომ ის უკანონოდაა დაკავებული.

„სერიოზული წინადადება“

გრინერის საქმეზე, რუსული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სერიოზული წინადადება შესთავაზა.

„ჩვენ მათ მოვუწოდებთ, ეს [წინადადება] მიიღონ. მათ ეს რამდენიმე კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ, როცა პირველად შევთავაზეთ“ - განაცხადა კირბიმ. სპიკერს ამერიკული წინადადების დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

სააგენტო „როიტერი“, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები რუსეთს, გრინერისა და უელანის, იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქეში გაცვლას სთავაზობს.

„როიტერი“, ასევე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ცდილობდა, გაცვლის საკითხში ასევე ჩაერთო მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაშია დაკავებული.

შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა პატიმრები აპრილში უკვე გაცვალეს - ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ტრევორ რიდი და რუსი მფრინავი, კონსტანტინ იაროშენკო, რომლიც აშშ-ში 20-წლიან სასჯელს იხდიდა.

ბრიტნი გრინერი, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 17 თებერვალს დააკავეს. მას ბარგში ელქტრო სიგარეტის კარტრიჯები უპოვეს, რომელიც კანაფის ზეთს შეიცავდა.

გრინერს, შეერთებულ შტატებში, სამედიცინო კანაფის ზეთი ექიმის მიერ, ქრონიკული დაზიანებების ტკივილის შესამსუბუქებლად ჰქონდა გამოწერილი. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ ზეთის რუსეთში ჩატანით, „გულუბრყვილო შეცდომა“ დაუშვა.

კანაფის როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენება, რუსეთში არალეგალურია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG