ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს ორი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლოს


ამერიკის სახელმწიფო დეპარატამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქე, პოლ უელანი, რომელიც სამი წლის წინ დააპატიმრეს.

51 წლის უელანი, მოსკოვში ტურისტად იყო ჩასული, როდესაც ის სასტუმროს ნომერში ჯაშუშობის ბრლადებით დააკავეს. მას 16-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და ის ამ სასჯელს მორდოვიას საპატიმრო დაწესებულებაში იხდის.

ამერიკელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს სახელმწიფო დეპარტამენტი "ყალბს" უწოდებს, ხოლო თავად პატიმარი, რომელიც ყოფილი საზღვაო ქვეითია, ყველა ბრალდებას უარყოფს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, განცხადება კიდევ ერთ ამერიკელ პატიმართან დაკავშირებით გააკეთა. ტრევორ რიდი რუსი პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით 9-წლიან სასჯელს იხდის. ბრალდების მხარის განცხადებით, რიგი დათვრა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, მოსკოვში პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა. რიდი, რომელიც ასევე ყოფილი სამხედროა, ამბობს, რომ მომხდარი არ ახსოვს და ბრალდებას უარყოფს.

ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთი ორ ამერიკელს სავაჭროდ იყენებს იმ შემთხვევეაში, თუ მათ საკუთარი პატიმრების გაცვლა ენდომებათ ამერიკასთან.

"ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ძალიან მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმის აუცილებლობას, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ამერიკელი მოქალაქეები, პოლ უელანი და ტრევორ რიდი, ყველანაირი პირობების გარეშე და დაუყოვნებლივ, რათა ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ",- ნათვქამია სახელმწიფო დეპარტმანტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG