ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოქალაქემ რუსულ ციხეში შიმშილობა დაიწყო 


ამერიკის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა ტრევორ რიდმა რუსეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო, რიდს რუსეთში 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მისი ადვოკატების განცხადებით, პატიმრობაში მყოფმა ტრევორ რიდმა შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა რაც რუსულ ციხეში მისი უფლებები არაერთხელ დაირღვა. ადვოკატები ამბობენ, რომ ის სექტემბერში „არალეგალური“ საფუძვლებით სამარტოო საკანში მოათავსეს.

რიდის ოჯახი კი აცხადებს, რომ პატიმრის მიმართ დარღვეულია ადამიანის ძირითადი უფლებები და რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. ოჯახი ამბობს, რომ რიდის დაკავებაც უკანონოდ მოხდა.

ტრევორ რიდის ადვოკატების განცხადებიდან მალევე რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებამ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ პატიმარი საკვებს იღებს და არ შიმშილობს. აქვე აღნიშნული იყო რომ პატიმრის მიმართ უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ტრევორ რიდი რუსეთში 2020 წელს ორ რუს პოლიციელზე თავდასხმის გამო დააკავეს, თუმცა ბრალდებას ამერიკის მოქალაქე არ აღიარებს.

ზაფხულში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა რუსეთს ამერიკისთვის პატიმრები გაეცვალა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG