ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელ ჯარისკაცს სიკვდილით დასჯიან


ფრანგი ჯარისკაცების მკვლელს ჩამოხრჩობა ელის

ავღანეთში სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ავღანელ ჯარისკაცს, რომელსაც ერთობლივი წვრთნის დროს ხუთი ფრანგი ჯარისკაცის განზრახ მკვლელობა დაუმტკიცდა. 20 იანვრის შეტევის გამო აბდულ საბორს ჩამოხრჩობა მიესაჯა - განაცხადა დღეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე კაპისას პროვინციაში მომხდარ შეტევას 5 ჯარისკაცი შეეწირა და 14 დაიჭრა. ინციდენტის გამო გაძლიერებული ზეწოლის შედეგად საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, იძულებული გახდა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაეჩქარებინა. საფრანგეთს ავღანეთში განლაგებულ ნატოს კოალიციაში ზომით მეხუთე შენაერთი ჰყავს. სამხედრო ნაწილების გაყვანა ამ წლის ბოლომდე მოხდება.
XS
SM
MD
LG