ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი ტერაქტის გამოძიებას ითხოვს


ავღანეთში ნატოს ჯარების გენერალი ჯონ ალენი მომხდარში თალიბებს ადანაშაულებს

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში, ქორწილის დროს მოხდარი ტერორისტული აქტის გამოძიებას ითხოვს.

შაბათს სამანგანის პროვინციაში, საქორწილო წვეულების დროს თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 23 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან პარლამენტარი აჰმად ხან სამანგანი და პროვინციის დაზვერვის სამსახურის უფროსი გენერალი მოჰამედ ხანი.

ოფიციალური ინფორმაციით, თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როდესაც მისალოცად პატარძლის მამას გადაეხვია.

ტერორისტულ აქტზე პასუსხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ავღანეთში ნატოს ჯარების გენერალი ჯონ ალენი მომხდარში თალიბებს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG