ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


აფეთქების დროს 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა

ავღანეთის პრეზიდენტმა დაგმო თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქორწილის აფეთქების ფაქტი, რომლის დროსაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა.

ჰამიდ კარზაის განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან ავღანეთის პარლამენტის წევრი ახმად ხან სამანგანი და დაზვერვის გენერალი მოჰამედ ხანი. კიდევ ერთი პარლამენტარი, პოლიციის უფროსი და პროვინციის ყოფილი გუბერნატორი დაიჭრნენ.

ტერაქტი სამანგანის ქალიშვილის ქორწილში მოხდა პროვინციის დედაქალაქ აუბაკში. ხელისუფლების განცხადების თანახმად, ქორწილზე მისული ტერორისტი აფეთქების წინ პატარძლის მამას გადაეხვია.

დღესვე ავღანეთის აღმოსავლეთში ნატოს კიდევ ერთი ჯარისკაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG