ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტევა ბაღრამზე


ჭურვი გენერალ დემპსის თვითმფრინავს მოხვდა

ნატოს ოფიციალური პირების ცნობით, ავღანელმა ამბოხებულებმა ამერიკულ საჰაერო ბაზას ნაღმტყორცნებით შეუტიეს, რის შედეგადაც ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროს თვითმფრინავი დაზიანდა. თავად გენერალი მარტინ დემპსი თვითმფრინავის ბორტზე არ იმყოფებოდა. შეტევის შედეგად ორი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა. გენერალი დემპსი გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელია. ბაღრამის ბაზაზე მსგავსი შეტევები უჩვეულოა. თუმცა თალიბანის მებრძოლები ჩრდილოეთ ქაბულში შეღწევას ზოგჯერ ახერხებენ.
XS
SM
MD
LG